Слава Украине! Героям слава!

მათ, ანუ რუსეთუმეებს და პუტინის ცუმბუშებს ეგონათ, რომ კიევის და შესაბამისად, მთელი უკრაინის გადასაყლაპაბად კრემლს, მაქსიმუმ, ერთი კვირა ეყოფოდა, მაგრამ ვლადიმეროვიჩის უკრაინაში შეჭრიდან ზუსტად სამი წელი გავიდა და კიევი ისევ ამაყად დგას, დგას, როგორც თანამედროვე მსოფლიოს თავისუფლებისა და სიმტკიცის სიმბოლო!
დიახ, უკრაინამ დაამტკიცა, რომ რუსეთი არმიის უძლეველობა მითია და მეტი არაფერი!
დიახ, უკრაინამ ამ სამ წელში დაამტკიცა, რომ წინააღმდეგობის გაწევა პირსისხლიან მონსტრთანაც შეიძლება!

დიახ, უკრაინამ დაამტკიცა, რომ პუტინი აგონიაშია, რომელიც თავის გადარჩენას ატომური იარაღის გამოყენების მუქარით ცდილობს!
დიახ, უკრაინამ დაამტკიცა, რომ პუტინის რუსეთს მალე სული ამოხდება და ამაში ეჭვი მსოფლიოში არავის ეპარება. ერთადერთი, ვისაც უკრაინის გამარჯვება არ უნდა, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაა!
მართალია, „ოცნების“ ლიდერები ასე ღიად არ ამბობენ, უკრაინის გამარჯვება გვეწყინებაო, მაგრამ ირაკლი კობახიძე თუ სხვა ელიტური „ქოცები“ ბოლო დროს უცნაურ პროპაგანდას ეწევიან, ანუ საკუთარ მრევლს არწმუნებენ, აი, ომში უპირატესობა რუსეთის მხარესაა და ამიტომ, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნასო.

ასეა თუ ისე, პუტინელებისთვის წამზომი ჩართულია, ჩართულია, რადგან თანამედროვე მსოფლიოს ისტორიას სამი წელია, პუტინი კი არა, ზელენსკი წერს – პრეზიდენტი, რომელიც ლამის 21-ე საუკუნის გმირობის სიმბოლოდ იქცა!
პუტინი, ალბათ, ფიქრობდა, ზელენსი შოუმენია, ერთს „დავუტატანებ“ და თითს მოკაკვავსო, მაგრამ ზელენსკი იმაზე კერკეტი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.
ისე, ქართველი პუტინელები დღემდე ცდილობენ, ზელენსკი კლოუნად და უკრაინელი ხალხის ინტერესების გამყიდველად, ანუ დასავლეთის და აშშ-ს მონად წარმოაჩინონ, მაგრამ ეს იაფფასიანი ტრიუკები აღარ მუშაობს.

დიდიება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება ქართველ და უკრაინელ მეომრებს!და ბოლოს, Слава Украине! Героям слава!
ბერდია კალანდია/ “თაიმერი”
















