უკრაინის ისტორიაში პირველად, უშიშროების სამსახურმა, СБУ-მ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი, რომელიც უკრაინაში ჯაშუშობდა. უკრაინელებმა ორი უნგრელი აგენტი დააკავეს ამიერკარპატეთში. ერთი მათგანი 40 წლისაა, 2021 წელს გადაიბირეს და მოლოდინის რეჟიიმში გადაიყვანეს, სანამ უკრაინაზე მიიღებდა დავალებას. ის 2024 წლის ოქტომბერში გაააქტიურეს და ერთ-ერთი დავალება, რომელიც მისცეს, იყო რომ უნდა შეესწავლა ამიერკარპატეთის მოსახლეობის რეაქცია იმ შემთხვევისთვის, თუ რეგიონში უნგრელი ჯარისკაცები შევიდოდნენ.
უკვე ცნობილია, რომ მტრული ჯაშუშური ქსელის მთავარ ამოცანებს წარმოადგენდა ამიერკარპატეთის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება- აღნიშნულ ოლქში არსებული თავდაცვითი ნაგებობებისა და თავდაცვის შესაძლებლობების შესახებ სადაზვერვო მონაცემების დაუფლება, ასევე რეგიონის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემების, რადიოლოკაციური სადგურების განლაგების ზუსტი კოორდინატების დადგენა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა.
ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვისი იდეა იყო ქსელის შექმნა და ვინ დგას მის უკან – განცხადებები არ გაკეთებულა.