უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახუერბის აგენტი გამოავლინა, რომელიც სამხედრო სფეროში უკრაინული ინოვაციების შესახებ საიდუმლო მასალებს აგროვებდა და რუსეთში გატანას უპირებდა.
გამოვლენილი აგენტი ოდესის ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა, სადაც დაზიანებულ საბრძოლო ტექნიკას აკეთებდნენ.
დაკავებული 47 წლის ინჟინერია. მას დაევალა, უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში მყოფი უახლესი ავტოტექნიკის საკომპლექტო მასალების შესახებ მასალების მოპოვება.
როგორც СБУ-ს განცხადებაშია ნათქვამი, ინჟინრის გადაბირების შესახებ უკრაინელებმა თავიდანვე იცოდნენ და მას აკვირდებოდნენ, ამასთან, დაკვირვებას აწარმოებდნენ და მისი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.
დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. მას სასჯელის სახით უვადო პატიმრობა ემუქრება.