“НТВ-ს მსგავსად რუსთავი 2-ის დახურვა ვერ მოხდება”

news
ავტ.: news ოქტომბერი 15, 2015 20:06

“НТВ-ს მსგავსად  რუსთავი 2-ის დახურვა ვერ მოხდება”

მნიშვნელოვანი

  • როგორც გაზპრომის წილების სანაცვლოდ მოხდა НТВ-ს დახურვა, ასევე ვერ მოხდება რუსთავი 2-ის შემთხვევაში, ვერ მოხდება ვერც ერთ შემთხვევაში.

სხვა სტატიები

გოკა გაბაშვილმა პარლამენტში რეზოლუცია წარადგინა, რომელიც რუსთავი 2-ს და ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს ეხება და განაცხადა, რომ საქართველოში ტელევიზიის დახურვა ვერ მოხდება ისე, როგორც ეს რუსეთში ხდება.

“საქართველო არ არის რუსეთი და თუ შესაძლებელი იყო, რომ ვითომ გაზპრომის წილების, გაზპრომი ძალიან კარგი თემაა ბოლო კვირაში და კაციშვილი ვერ გაიგებდა, რომ არ არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციაები და ოპოზიცია, როგორც გაზპრომის წილების სანაცვლოდ მოხდა НТВ-ს დახურვა, ასევე ვერ მოხდება რუსთავი 2-ის შემთხვევაში, ვერ მოხდება ვერც ერთ შემთხვევაში. ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული პროტესტი. სასაცილო არგუმენტი, რომ აქ არის ერთი კერძო პირი, რომელიც შემთხვევით არის უმრავლესობის წევრის ძმა, რომელსაც შემთხვევით უჭერს მხარს მთელი ქართული ოცნება, რომელსაც შემთხვევით უჭერს მხარს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და ახლანდელი – ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კალაძე, სრულებით უმრავლესობა, რომელსაც შემთხვევით უჭერენ მხარს ყველა ის წარმომადგენელი, რომელსაც უნდათ ქართული ოცნების ხელისუფლებაში დატოვება და უცებ გაგიჟდა სულ ყველა, საერთაშორისო ორგანიზაციები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპის საბჭო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ქართული არასამთავრობოები, საქართველოს პოლიტიკური პარტიები, მათ შორის პარტიები, რომლებიც ჩვენთან არის დაპირისპირებულები, პარტიები, რომლებიც არანაირ სიმპათიას რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ არ მავლენენ. ეს სულ ყველა გაგიჟდა ერთად და მხოლოდ ერთადერთი ბრძენკაცი არსებობს 20-30-ზე, რომელმაც იცის როგორი უნდა იყოს ქართული ტელესივრცე, ეს ასე ვერ მოხდება,“ – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 15, 2015 20:06