27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ЗCУ-ს სნაიპერი ქალები ჩვენს მებრძოლებს ცინიკურად, წელქვემოთ ესვრიან – გენერალი ლიპოვოი

რუსი გენერალ-მაიორი სერგეი ლიპოვოი ჰყვება, რომ რუსი ჯარისკაცების მუდმივი თავის ტკივილია უკრაინის შეიარაღებული ძალების სნაიპერი ქალები, რომლებიც, როგორც წესი, მათი თვალთახედვის არეში მოხვედრილ რუს სამხედრო მოსამსახურეებს წელსქვემოთ ესვრიან და მწყობრიდან გამოჰყავთ, ხოლო როცა მათ დასახმარებლად თანამებრძოლები მიდიან, მათაც იგივე მეთოდით უსწორდებიან:

“დიდი ხანია აღმოვაჩინეთ, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლ სნაიპერი ქალები ჩვენს სამხედროებს პირდაპირი და მომაკვდინებელი გასროლით არ უსწორდებიან: წელსქვემოთ ესვრიან. როცა ასეთი გასროლით დაჭრილი ჯარისკაცი წაიქცევა და მის დასახმარებლად სხვა თანამებრძოლები მიდიან, სნაიპერი ქალის შემდეგი ტყვიები უკვე მათ ხვდება და მათაც, ცხადია, წელსქვემოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის არმიის სნაიპერები ჩვენს ჯარისკაცებს ცინიკურად, გარყვნილად ექცევიან”, – გაოცებულია გენერალ-მაიორი.

ამასთან, გენერალ ლიპოვოის ცნობით, უკრაინის მხარეს იობრტძვიან მოხალისე სნაიპერი ქალები პოლონეთიდან, ლატვიიდან,ლიეტუვიდან და ესტონეთიდან. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რამდენიმე ქართველი სნაიპერი ქალიც მსახურობს, რომელთა ვინაობას და ფოტოს, ცხადია, არ გამოვაქვეყნებთ.

banner
წინა სტატიაშიელდარ (ლუკა) კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაკამჩატკაზე მიწისძვრას 4 მეტრიანი ცუნამი მოჰყვა, იაპონიასა და აშშ-ში საგანგებო მდგომარეობაა