ВСУ-მ პოდმოსკოვიეში Shahed-ების საბრძოლო ნაწილების ქარხანას დაარტყა – ობიექტი იწვის (ვიდეო)

ВСУ-მ რუსეთში, მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ ქარხანაზე მიიტანა იერიში, რომელიც Shahed ტიპის დრონებისთვის თერმობარულ საბრძოლო ნაწილებს აწარმოებდა – ობიექტი იწვის.
დეტალები უკრაინის არმიის გენშტაბისგან: 4 ივლისს მოსკოვის ოლქის დასახლება სერგიევ პოსადზე მიტანილი იერიშის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა, არის დაკვამლიანება. შეტევის შედეგად მიყენებული ზარალი და მსხვერპლი ზუსტდება.
უკრაინის გენშტაბი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შეტევების მიზანია, შეასუსტოს რუსეთის ბრძოლისუნარიანობა და უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე შეტევის წარმოება მინიმუმამდე დაიყვანოს. გენშტაბის განცხადებით, სწორედ სამხედრო წარმოების ობიექტების განადგურებამ, მათ შორის, ღრმა ზურგშიც, უნდა აიძულოს რუსეთი, უარი თქვას უკრაინის მიმართ სამხედრო-აგრესიულ ტაქტიკაზე. გენშტაბი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი იერიშები მანამ გაგრძელდება, სანამ რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას არ შეწყვეტს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებები ოფიციალურ ფორმებზე „Georgia“-ს  ნაცვლად „საქართველო“-ს  გამოიყენებენ
შემდეგი სტატიაოლექს რეზნიკოვის სახლი გაჩხრიკეს: თავდაცვის ყოფილ მინისტრს არაავტორიზებული ტელეფონი უპოვეს