,,ზვიადის დროს მოხდა კაკ რაზ, ისა,უკაცრავად, ყველაზე დიდი აღზევება,მაგრამ…”-ივანიშვილი ისევ გამსახურდიას გამოუცდელობაზე საუბრობს

უარყოფითს ზვიად გამსახურდიას შეფასებაზე არაფერს ვიტყოდი, მე მას დიდი პატივს ვცემდი,- განაცხადა ექსპრემიერმა ბიზინა ივანიშვილმა, ზუგდიდში ჟურნალისტებთან გამარტულ სეხვედრაზე.

მან უპასუხა, ჟურნალისტის კითხვას, რატომ დაუწუნა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ცოდნა.

,,ალბათ არასწორად გაიგეთ, მე ვახსენე ზვიად გამსახურდია და ვთქვი, რომ დიდ პატივს ვცემ. მისი მამა ჩემი საყვარელი მწერალია, ზვიადის დროს მოხდა კაკრაზ ისა,უკაცრავად, ყველაზე დიდი აღზევება და გაერთიანება საქართველოში. ზვიადის მმართველობის დროს მივაღწიეთ პიკს. ახალმა ხელისუფლებამ მოახერხა მის მკვლელობაზე საქმე გადაეტანა განზრახ მკვლელობაზე და გამოძიება გრძელდება და დიდი ეჭვი მაქვს რომ ის მოკლეს. თუ რამე მმართველობაზე ვთქვი, ამ კონტექსტში ვიგულისხმე გამოუცდელი ხელისუფლება იყო. 25 წელია მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და ზვიად გამსახურდიამ დაიწყო ამ მოჯადოებულ წრეზე სიარული და გამოუცდელობაც ჰქონდა და ყველაზე დიდი გამოუცდელობა იმ გუნდს გააჩნდა დღეს კი ჩვენ მივიღეთ ხელისუფლება, რომელსაც უკვე გამოცდილება აქვს,“-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილზე – არ მინახავს, ამ ასაკის კაცი ასე იცვლიდეს ხასიათს, თინეიჯერის დონეზეა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – ზუგდიდში, ფოთში, წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილებისთვის შესაძლოა, 3-სართულიანი სახლები აშენდეს