ზვიად სიჭინავა ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობდა… იცოდა თუ არა პრესამ ამის შესახებ?

zviad-sichinavaსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღეიდან უკვე ყოფილი პრეზიდენტი დომენტი (ზვიად) სიჭინავა, როგორც ჩანს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს ისე სტუმრობდა, რომ ამის შესახებ პრესას არაფერი გაუგია…

აფხაზეთში მცხოვრები ლიკა გვარამია, 5 სექტემბერს ,,ფეისბუქით,, დომენტი სიჭინავასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ფოტოზე განთავსებული წარწერით აფხაზეთში, ქალაქ ოჩამჩირეშია გადაღებული… აფხაზეთის მკვიდრებმა კი, ფოტოს გადაღების ადგილად ოჩამჩირეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას საფლავი ამოიცნეს…
თავად ფოტოს გამავრცელებელი ლიკა გვარამია, ის აფხაზი ქალბატონი გახლავთ, რომელიც თბილისში, აგვისტოს თვეში სუპერთასის მატჩზე დასასწრებად ჩამოვიდა სხვა აფხაზებთან ერთად და თბილისში გადაღებული მის სურათებს აფხაზეთში რომ ვნებათაღელვა მოჰყვა…

lika-gvaramia,,თაიმერის,, ინფორმაციით, ეს აფხაზი ქალბატონი, დომენტი სიჭინავას მეუღლის ანა ლომთაძის ნათესავია და თბილისში ყოფნისას, სწორედ სიჭინავას ოჯახი მასპინძლობდა მას…

გარკვეული საბუთებით, ყოველდღიურად ასეულობით საქართველოს მოქალაქე კვეთს ენგურზე გავლებულ ხელოვნურ საზღვარს და მიდის აფხაზეთში… რჩება იქ და როდესაც უნდა ბრუნდება უკან… დღეისათვის არაფერი არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული არაა ამაში… არაა თუ შენ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ… მაგრამ თუ შენ საქართველოს წარმოადგენ ისეთ დიდ ორგანიზაციაში, როგორიც ფეხბურთის ფედერაციაა… და მიდიხარ ოკუპირებულ ტერიტორიაზე… ვთვლით, რომ ამის შესახებ პრესა და საზოგადოება ,,ფეისბუქ,, მომხმარებლისაგან არ უნდა იგებდეს.

www.timer.ge

sichinava-2

supertasi-afxazebi

 

lomtadze

sichinava-3

banner
წინა სტატიაშიპირველად ქართულ მედიასივრცეში–აფხაზი სასულიერო პირი, რომელიც კოდორის ოკუპაციაში მონაწილეობდა
შემდეგი სტატიაადვოკატ რობიზონ ხურცილავას ოჯახში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია