ზვიად რატიანს ტვინის შერყევა აქვს- ნაცემი პოეტი სასამართლოს წინაშე ვერ წარსდგება

საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ნაცემი პოეტს ზვიად რატიანს ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც ის დღეს სასამართლოს წინაშე ვერ წარსდგება. პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.ზვიად რატიანის ადვოკატის განცხადებით, ისინი სასამართლოს რატიანის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და სხდომის გადადებას მოითხოვენ.
„ბატონი ზვიადი, რა თქმა უნდა, უარყოფს იმას, თითქოს ის თამარ მეფის გამზირზე მარტო მყოფი უმისამართოდ იგინებოდა, რაც გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი, როგორც ამას პოლიციის თანამშრომლები დაკავების ოქმში უთითებენ და ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ მისი მხრიდან ამ სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი არ ჰქონია,“ – განაცხადა ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა.
პარალელურად, ზვიად რატიანის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ. გამოძიება 333-ე მუხლით მიმდინარეოს, რაც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას გულისმოხბს. საკითხის შესწავლას აწარმოებს შსს-ს გენერალური ინპექციაც.

banner
წინა სტატიაში“როგორ ხარჯავს სახელმწიფო ჩვენს ფულს” – ორწლიანი კვლევის შედეგები
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წელს ულოცავს