კვლევები ასახავს ვისაც საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ხილვა სურს, ოღონდ ამჯერად დავით ბაქრაძის მეთაურობით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე NDI -ის კვლევებთან დაკავშირებით “ფეისბუქ-პოსტს” ავრცელებს.

kvchantirdze
NDI ის წარმომადგენლობას საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
მიუხედავად ამისა საჭიროა ერთხელ და საბოლოოდ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვაღიაროთ, რომ NDI -ს დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევები ყოველთვის არის მიკერძოებული კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების და კერძოდ ნაცმოძრაობის სასარგებლოდ.
ამის ნათელი მაგალითია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოქვეყნებული კვლევები, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მერაბიშვილს 62%-ანი ნდობის რეიტინგი ქონდა და მოსახლეობის უმრავლესობა თვლიდა , რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, თანაც ეს ტენდენცია მზარდი იყო.
(ანუ NDI-ს კველვების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება 60%-ზე მეტი – იყო 2012 წლის არჩევნების წინ, როცა მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა მაშინდელი ვითარების რადიკალურ ცვლილებას).
არჩევნების შედეგმა გვაჩვენა, რომ მოსახლეობას სრულიად საპირისპირო განწყობა ქონდა და NDI-ს მონაცემები არ იყო რეალური.
მას მერე, მიუხედავად პროფესიული წრეების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან წამოსული სურვილისა, რომ NDI-ს ველის შერჩევის პრინციპები გაესაჯაროვებინა, ან საცდელად ერთხელ მაინც სხვა კვლევითი კომპანიისთვის დაეკვეთა სამუშაოს შესრულება, ყველაფერი უწინდებურად გაგრძელდა და შესაბამისად NDI-ს კვლევებს არავითარი სანდოობა აღარ გააჩნია. სამწუხაროდ ეს უკვე მათი არჩევანია და არა უბრალოდ გაუგებრობა.
ნახეთ რაზე მეტყველებენ ფაქტები :
რეიტინგები NDI-ს კვლევების მიხედვით:
1. 2012 წ: „ქართული ოცნება“ –NDI 12%, საპარლამენტო არჩევნების შედეგი-55%.
2. 2013 წ: „ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილი NDI – 29%, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი – 62%.
3. 2014 წ. თბილისის მერის არჩევნები: დავით ნარმანია NDI 39% – არჩევნების 1-ლი ტურის შედეგი 46,13%
და ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც NDI გვარწმუნებს, რომ მათი კვლევის ცდომილება მხოლოდ 2 %-ა. )
შესაძლოა, ამხელა ცდომილებების იმის მიზეზი, რომ ეს ინფორმაცია – ანუ პოლიტიკური კვლევის შედეგები არც NDI -ს ქართული ოფისის და არც „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ ვებ გვერდზე არ დევს.
დღეს გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებიც, პირდაპირ რომ ვთქვათ ღიმილისმომგვრელია და ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
NDI გვიმტკიცებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს სიტყვა -კარგ და მისთვის ყველაზე მოსაწონ პოლიტიკოსზე, პირველ რიგში დავით ბაქრაძე ახსენდება, რომელიც თურმე ნებისმიერ სხვა ქართველ პოლიტიკოსზე მინიმუმ ორჯერ პოპულარულია. :))))))))))))
ამავე რეიტინგის მიხედვით შალვა ნათელაშვილი ქართულ პოლიტიკაში მოწინავე ადგილს იკავებს და ქვეყანაში ავტორიტეტით მესამე პოლიტიკოსია . აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უარყოფით რეიტინგში პირველ ადგილზე NDI-ს ბიძინა ივანიშვილი ყავს გაყვანილი, რომელიც მათი კვლევის მიხედვით მოწონების რეიტინგში საერთოდ არ ფიგურირებს, რადგან NDI-ს მტკიცებით მას მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლები ენდობა.
საბოლოო ჯამში კვლევის ეს ნაწილი გვეუბნება, რომ თურმე ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსები ამ ქვეყანაში დ.ბაქრაძეა, ხოლო ყველაზე მიუღებელი მოსახლეობისთვის ბიძინა ივანიშვილი.
ცალკე თემაა პარტიული რეიტინგები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 60%-ზე მეტს უჭირს პასუხის გაცემა, თუ ვის აძლევს საპარლამენტო არჩევნებზე ხმას. უკვე ჩამოყალიბებული ელექტორატიდან კი NDI-ს მტკიცებით 15% “ნაციონალურ მოძრაობას“ ემხრობა და მხოლოდ 1%-ით მეტი მმართველ გუნდს. ამას გარდა როგორც კვლევა გვიჩვენებს ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლების (61%) ყველაზე დიდი ნაწილი პოტენციურად ნაციონალურ მოძრაობას მიემხრობა, ყველაზე მცირე კი მმართველ გუნდს, რაც თავისთავად ნონსენსია სოციალური მეცნიერების თვალსაზრისით, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა სწორედ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას პროგნოზირებს.
რეალურად ეს კვლევები არა საზოგადოების აზრს, არამედ ვიღაცის სურვილს ასახავს, ვისაც საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ხილვა სურს, ოღონდ ამჯერად დავით ბაქრაძის მეთაურობით.
ეს ყველაფერი მართლა სასაცილო იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი, NDI არის ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია და მისი მხრიდან ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯები მოსახლეობის ნაწილის თვალში აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის მიმართ ნიჰილისტურ განწყობებს აღვივებს.
პრაქტიკულად საქმე გვაქვს აბსოლუტურად მიკერძოებულ პიარკამპანიასთან “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ.
კარგი იქნება თუ ამ პასუხისმგებლობას NDI კარგად გაიაზრებს, რათა „ნაცმოძრაობის“ უაპელაციო მხარდაჭერით საბოლოო ჯამში ყველასთვის არასასურველ პროცესებს არ შეუწყოს ხელი -წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე.

banner
წინა სტატიაშიავსტრიამ იტალიის საზღვართან კედლის მშენებლობა დაიწყო
შემდეგი სტატიაგიგლა ბარამიძე: არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიის კანტორად ქცეული ორგანიზაციის კვლევა სერიოზულად განვიხილოთ