ზვიად კვაჭანტირაძე: ეროვნულ ინტერესებზე პოზიციას და ოპოზიციას თანამშრომლობა შეგვიძლია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, პარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის დამტკიცება, ნათელი მაგალითია იმის, როგორ შეუძლია თანამშრომლობა უმრავლესობას და ოპოზიციას.

მისვე თქმით, რეზოლუციის მიღება ხელს შეუწყობს მომავალ კვირას ევროპარლამენტში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

„დღევანდელი რეზოლუცია იყო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაგალითი, პოზიციისა და ოპოზიციის თანამშრომლობისა. არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე… ზე ეროვნულ ინტერესებზე ვსაუბრობ. მივესალმები ასეთ სულისკვეთებას. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დოკუმენტი, რომელზედაც მხარდაჭერა იყო აუცილებელი და ჩვენ ეს გავაკეთეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ის ადრე იყო მომზადებული და ის ამოცანები, რომელიც წინა პროექტში იყო წარმოდგენილი, უკვე გადაჭრილია. თავისთავად ჩვენი შენიშვნები ამ დოკუმენტის გადახალისებასთან დაკავშირებით იყო გათვალისწინებული. საბოლოდ შევჯერდით ვარიანტზე. ვფქირობ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომავალ კვირას, ევროპარლამენტში დადებითი გადაწყვეტილების მიღებას, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხში.“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ჩვენს უკან არის 3 წელი განვლილი სამუშაოსი, რომელიც არ იყო მარტივი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: 8 ოქტომბერი ალბათ აღარ შეიცვლება