ზვიად კვაჭანტირაძე ჩიორა თაქთაქიშვილს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

13081631_1005426239494055_849177753_nეს ტყუილია. ყველა იქ ვიყავით, ყველა ფეხზე ავდექით პროტესტის ნიშნად და მე პირადად მეჭირა იგივე პლაკატი ხელში. თუ ჩიორამ ეს ნამდვილად თქვა, მას ბოდიშის მოხდა მოუწევს. აი ასე იტყუება ჩიორა”– ასე პასუხობს უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ჩიორა თაქთაქიშვილის ფეის-პოსტს, რომელიც “თაიმერმა” რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.

“სამარცხვინოა ასე აგდება ხალხის.სამარცხვინო !! შეურაცხმყოფელია.   მე არ მაქვს ხმის მიცემის უფლება, ამიტომ პროტესტი გამოვხატე იმ მაქსიმალური ფორმით, რითაც შემეძლო. ხმის მიცემის დროს შეიძლება დარბაზში ძალიან ბევრი აქტიური მომხრეც არ იყოს, მაგრამ ყველამ იცის, რომ სავჩენკოს საქმეზე წინააღგმდეგი, პრაქტიკულად, არავინაა. ჩვენ სულ 5 ხმა გვაქვს. აქედან 2 ოპოზიციას ეკუთვნის. დანარჩენები ( substitute members) ხმის უფლებით ვერ ვსარგებლობთ.   თავად ნახეთ. ასამბლეაში რამდენი წევრია, რამდენი ქვეყნიდან….. ხმის მიცემის დროს კი უფლებამოსილმა 65 წევრმა მისცა მხოლოდ ხმა. თუმცა სხვებმა პროტესტი აქტიურად გამოვხატეთ.   აი ბატონო, კიდევ ერთი საერთო ხედიდან გადაღებული ფოტო აღმოვაჩინე, სადაც, თუ გაადიდებთ ჩვენც აღმოგვაჩენთ, სხვებთან ერთად, ფეხზე ადგომით და ხელში პლაკატით #freeSavchenkoპროტესტს გამოვთქვამთ საჯაროდ. ჩართვებიც გვქონდა ამ თემაზე და ადრე, სიტყვით გამოვსულვარ სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით და ა.შ…”, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე და ფოტომასალას  აქვეყნებს. ფოტო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზშია გადაღებული,  სადაც თავადაა აღბეჭდილი და ხელში პლაკატი უჭირავს.

KVACHA1KVACHA

 

 

 

 

 

 

 

რაც შეხება ჩიორა თაქთაქიშვილს,იგი წერს:   “მორიგი სამარცხვინო საქციელი! ქართული ოცნების ა რ ც ე რ თ ი წარმომადგენელი არ დაესწრო დღეს უკრაინის შესახებ უმნიშვნელოვანეს დებატებს ევროსაბჭოში და არცერთმა მათგანმა არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს მოწოდებას წევრი სახელმწიფოებისადმი, რომ სანქციები დაუწესონ სავჩენკოს და სხვა უკრაინელების უკანონო დაკავებაში გარეულ რუს მოხელეებს”. – ამის შემდეგ ჩიორა თაქთაქიშვილი აქვეყნებს ბმულს, სადაც სახელობითი კენჭისყრის შედეგებია მოცემული. მოგვიანებით, კომენტარში ჩიორა თაქთაქიშვილი აზუსტებს, რომ სხდომას მხოლოდ ჩიქოვანი დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.

 

ფოტომასლა , რომელიც უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ  საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის საპასუხოდ გაავრცელა  საქართველოს პარლამეტის ოფიაციალურ საიტზე იძებნება და 19 აპრლით თარიღდება.ასამბლეის სხდომა კი 21 აპრილს გაიმართა.

საიტი

 

 

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც სამართლიანობა, სამოქალაქო უფლებების უზრუნველყოფა და თანასწორობა განვითარების მთავარი პრინციპებია
შემდეგი სტატიადღეს დაგეგმილი მთავრობის სხდომა გადაიდო