ზვიად კვაჭანტირაძე: არ დავუშვებთ მსგავსი პროვოკაციების განმეორებას

kvachantiradzeუმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ქართველი სპორტსმენების დაკითხვის ფაქტს ეხმაურება. დაკითხვა რამდენიმე დღის წინ მომხდარ კორცხელის ინციდენტს ეხებოდა: “ამ ღირსებით სავსე ბიჭებმა დღეს კიდევ ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც გამოავლინეს გამოძიებასთან თანამშრომლობით.
იმედია, მალე დადგინდება კონფლიქტის უშუალო ინსპირატორები და კანონის შესაბამისად მოეთხოვებათ პასუხი, რომ აღარავის მოუვიდეს აზრად ასეთის გამეორება.
მაქსიმალური ყურადღება გვმართებს, რომ ძალადობას გასაქანი არ მივცეთ.
ფაქტია, რომ ყველგან, გარდა კორცხელისა, სადაც ნაცების ყველაზე დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ყველა დანარჩენ უბანზე საქართველოში არჩევნები განსაკუთრებულად მშვიდ გარემოში ჩატარდა.
არ დავუშვებთ მსგავსი პროვოკაციების გამეორებას. ოქტომბერში ჩვენ ჩავატარებთ ყველაზე სამართლიან არჩევნებს საქართველოს ისტორიაში და განვამტკიცებთ ჩვენს გამარჯვებას!” – წერს კვაჭანტირაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ კვირას, შუალედური არჩევნების დროს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ადგილობრივმა მოსახლეობამ და სპეციალურად ჩასულმა სპორტსმენებმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები სასტიკად ცემეს. დღეს ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შსს-ში იყვნენ დაბარებულები მომხდარის გამო.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის მონაწილე სპორტსმენებმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვეს
შემდეგი სტატიამოძრაობა “თალიბანმა” ახალი ლიდერის ვინაობა დაასახელა