ზვიად კვაჭანტირაძე: 5 თვე წინასაარჩევნო კამპანია არის აბსოლუტურად მიუღებელი ყველა ევროპული ქვეყნისთვის

პრემიერ-მინიტრის და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიების ლიდერებს შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადებები გაკეთდა წინა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე, აცხადებს, რომ უმრავლესობისთვის მიუღებელია, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყოს 5 თვით ადრე და შესაბამისად, დეპუტატებისთვის მიუღებელია პრეზიდენტის მიერ ნათქვამი თარიღი, რომელიც უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გზა, ეს ვადა არის ძალიან ხელოვნურად გაწელილი და ვერცერთ არგუმენტს ვერ ვპოულობთ ამის დასადასტურებლად. დღეს გავიარეთ ევროპული მაგალითები და ამის ილუსტრაცია შეიძლება ძალიან მარტივად. ზოგადად ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ 5 თვე წინასაარჩევნო კამპანია არის აბსოლუტურად მიუღებელი ყველა ევროპული ქვეყნისთვის. თუკი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ამ თემაზე კომუნიკაციას ისევ გააგრძელებენ, რაზეც შეთანხმდებიანმ ჩვენ იმას მოვერგებით,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოხატავს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: ამ წუთში თანამშრომლობა არც ერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან არ იგეგმება