ზვიად კუპრავას და აქციის სამი მონაწილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 12:09

ზვიად კუპრავას და აქციის სამი მონაწილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას და აქციის სამი მონაწილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ლ.ც., 1983 წელს დაბადებული ზ.კ., 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს, სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს,”-ნათქვამია განცხადებაში.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 12:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics