ზვიად კუპრავამ და რუსთაველის გამზირზე დაკავებულმა სხვა პირებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ზვიად კუპრავამ და სხვა დაკავებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც კუპრავამ დარბაზის დატოვებამდე განაცხადა, სასამართლო არის მართული ხელისუფლების მიერ და დღევანდელი პროცესიც არის ფარსი, რადგან მოსამართლე მას მაინც ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯის.

მან მოსამართლეს ზონდერმოსამართლეც უწოდა. კუპრავას და სხვა დაკავებულების ადვოკატებს მოსამართლემ მოწმეების დაკითხვის გარდა არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

ადვოკატებმა თავდაპირველად სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ ამის საფუძველს ვერ ხედავს. დაცვის მხარემ მოითხოვა ტელევიზიებიდან დღევანდელი დაკავების ამსახველი ვიდეომასალის გამოთხოვაც, თუმცა სასამართლომ ამაზეც უარი განაცხადა და მოსამართლემ განმარტა, რომ კონკრეტულად უცნობია არსებობს თუ არა ეს ჩანაწერები და დაცვის მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა ეს მასალები მთელი დღის განმავლობაში მოეპოვებინათ. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, ზვიად კუპრავამ მოსამართლის აცილებაც მოითხოვა, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც უარი მიიღო. ამ დროისთვის პროცესს მხოლოდ პატრულ ინსპექტორები და ადვოკატები ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა და კიდევ 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე ნიკა მელია დააკავეს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების კუთვნილი კარვები დატოვონ