ზვიად კუპრავა სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ზვიად კუპრავა უსაფრთხოების სამსახურს, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ პატიმრისგან მიღებულ ინფორმაციას მიაწვდის.
კუპრავას გამოკითხვით, სუს-ი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან განაცხადა, რომ ციხიდან ქართული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ახალგორის რაიონის გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა და მისმა ძმამ მოკლეს. კუპრავა ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი აგენტი საგამოძიებო ორგანოებს ხაჩიროვის ადგილსამყოფელის დადგენასა და მის დაკავებაში დახმარებას სთავაზობს.
„ეს ადამიანი არის მზად ციხიდანვე ან ნებისმიერი ფორმატით როგორც ამის საჭიროება იქნება ითანამშრომლოს, დაეხმაროს უსაფრთხოების სამსახურებს ხაჩიროვის ადგილსამყოფელის დადგენაში და მის დაკავებაში,”-განაცხადა ზვიად კუპრავა.

banner
წინა სტატიაშირუსმა სექს-ტრენერმა რუსების მიერ ამერიკულ არჩევნებში ჩარევის შესახებ მტკიცებულებებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაქარიშხალი და ძლიერი წვიმა გურიაში – ჩოხატაური-ოზურგეთის ავტომაგისტრალს დატბორვა ემუქრება