ზვიად ხორგუაშვილი: კითხვები ჩნდება, ხომ არ ხდება მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკზე ზეწოლა

ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით ეკონომისტმა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორმა, ზვიად ხორგუაშვილმა, შაბათს კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ზვიად ხორგუაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის ჩარევებმა შესაძლოა, ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას შეუწყოს ხელი. ხორგუაშვილის თქმით, რეზერვების ხარჯვით ვალუტის კურსის სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება.

„კიხთვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ ხდება მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკზე ზეწოლა. რეზერვების ფლანგვით ვცდილობთ, კურსი შევინარჩუნოთ, რაც მაინც არ გამოდის, კურსი უფასურდება,“ – განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსმა მესაზღვრეებმა ჩრდილო-კორეელი მეთევზეები დახოცეს
შემდეგი სტატიახოშტარია რეზოლუციაზე: საქართველოს საგანგაშო დამოკიდებულება გამოაშკარავდა