ზვიად გელბახიანი რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება

კლუბ “ბასიანის” დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი, რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ზვიად გელბახიანის ცემის ფაქტი არ დასტურდება, როგორც ეს გუშინ გავრცელდა.

მისი თქმით, გელბახიანი დაკავებულია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. თავად ზვიად გელბახიანი ბრალს არ აღიარებს.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.

მედიაში კი ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებულთა რიცხვი 70-მდეა.

დაკავებულები გადაყვანილები არიან როგორც თბილისის, ასევე რუსთავის, მცხეთის, მარნეულისა და საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორებში. ადვოკატები მათ მოსანახულებლად დაკავებულებთან ეტაპობრივად შედიან.

banner
წინა სტატიაშიზურა ჯაფარიძე დაკავებულია
შემდეგი სტატია“თეთრი ხმაური” 15:00 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებს