ზვიად ძიძიგური: ვერც პრემიერი და ვერც პრეზიდენტი არჩევნებზე გადაწყვეტილებას ცალკე ვერ მიიღებენ

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ვერც პრეზიდენტი ცალკე აღებული, და ვერც პრემიერი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სამართლებრივ დოკუმენტზე ორივეს ხელმოწერაა საჭირო.

,,საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვერც პრეზიდენტი ცალკე აღებული და ვერც პრემიერი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. საჭიროა ორივეს თანხმობა. ამიტომ რასაც პრემიერი იტყვის ან პრეზიდენტი, ამაზე საჭიროა ორივეს ხელმოწერა იმ სამართლებრივ აქტზე, რომლის მიხედვით ინიშნება არჩევნები. სამართლებრივი აქტი როცა გვექნება ხელში, მაშინ გვეცოდინება როდის იწყება საარჩევნო კამპანია. – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაადეკვატურს უწოდებს
შემდეგი სტატიაუკრაინას ახალი მთავრობა ჰყავს