ზვიად ძიძიგური: NDI-ის კვლევის გარეშეც კარგად ვიცით, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობა და სოციალური პრობლემებია

NDI-ის კვლევის გარეშეც კარგად ვიცით, რომ მთავარი პრობლემა და გამოწვევა უმუშევრობა და სოციალური პრობლემებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

“ჩვენთვისაც, ხელისუფლების მთავარ პრობლემად უმუშევრობა, სოციალური ფონი, მოქალაქეთა დასაქმება ითვლება. ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღარიბი ქვეყანა უკვე მდიდარი გახდა. ძირითადი გასაკეთებელი წინ არის და ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ჩვენი მთავარი გამოწვევა არ არის რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია და მისი პრეტენზიები – მთავარი გამოწვევა არის პრობლემები, რომელიც არის ქვეყანაში“, – განაცხადა ძიძიგურმა NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კომენტირებისას.

NDI-ს კვლევების თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი გამოკითხულთა უმეტესობისთვის სამუშაო ადგილებია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბაგებში სამგორის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დაჭრეს