ზვიად ძიძიგური: მსახიობი იყო რონალდ რეიგანი, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ახსოვდეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი

მსახიობი იყო რონალდ რეიგანი, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ახსოვდეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში, მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ ვიხილავთ. როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსახიობობა და სპორტსმენობა არავის მხრიდან დასაწუნი პროფესია არ არის. “ყველა პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, თავისი კანდიდატების შესახებ მსჯელობს. ამიტომ, ყველა პარტიას ექნება თავისი მოსაზრებები, თუ რომელი და რა კატეგორიის კანდიდატები ეყოლებათ წარდგენილნი. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ კოალიციურ რეჟიმში ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე განხილვები გვქონდა – არ გვქონია! როგორც კი დაიწყება კონსულტაციებია, თქვენ ამის შესახებ ინფორმირებულები იქნებით,”- აღნიშნა ძიძიგურმა.

 

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4198 ლარი გახდა
შემდეგი სტატიამცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია