ზვიად ძიძიგური მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლის წინააღმდეგ გამოდის

ზვიად ძიძიგურ

ზვიად ძიძიგურმაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე იმის თქმა, რომ ის არასამართლიანი ბოროტებაა და უნდა გავაუქმოთ, არასწორია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მსჯელობენ. ძიძიგურის განმარტებით, იმას რასაც საერთაშორისო ექსპერტები და ორგანიზაციები ქართულ მხარეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ურჩევდნენ, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გამოთანაბრება და ამ თვალსაზრისით არსებული საზღვრების ცვლილებაა. მისივე თქმით, ის რომ, ზოგადად, მაჟორიტარული არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უარყოფილია, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ასეთი დასკვნა არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ გაუკეთებია. გაეროს წევრ 70 ქვეყანაში არის სუფთა მაჟორიტარული არჩევნები, 68 ქვეყანაში არის პროპორციული არჩევნები და 44 ქვეყანაში – მაჟორიტარულ-პროპორციული არჩევნები. ის რომ გაეროს ქვეყნებს, სადაც მაჟორიტარული სისტემაა, უთხრა, რომ ეს არის უსამართლო, არ მგონია ასეთი ტიპის შეხედულება და დამოუკიდებულება მთლად კვალიფიციური იყოს”, – განაცხადა ძიძიგურმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, პირველი მოსმენით, იხილავს ცვლილებებს, რომელიც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრების შეცვლას ითვალისწინებს. საკითხი კომიტეტის წევრებს ზვიად ძიძიგურმა წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა
შემდეგი სტატიაივანიშვილმა „ძველი თბილისი“ გასაყიდად ვერ გაიმეტა