ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ საქართველო ზაფხულში ვიზალიბერალიზაციას მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ზოგს ვიზალიბერალიზაცია აბსტრაქტულ თემად წარმოუდგენია, მაგრამ ეს არ არის აბსტრაქტული თემა.

ზივად ძიძიგურმა გადაცემა 2030-ში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „რაც არ უნდა პარტიული ბოღმა გჭირდეს, უნდა გიხაროდეს შენი ქვეყნის განვითარება“.
მისივე თქმით, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის ბოღმებისა, საქართველო იმდენად სწორი მიმართულებით მიდის, რომ ზაფხულში ვიზალიბერალიზაციას მიიღებს.

„მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგს ეს ვიზალიბერალიზაცია აბსტრაქტულ თემად წარმოუდგენია. ეს არ არის აბსტრაქტული თემა. მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე არის ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად. სრული შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ამ ადამიანების უცხოეთში ყოფნის ფორმალიზება მოხდეს. ასევე, რომ მათ შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა და ევროპაში ჩასვლა, როგორც ცივლიზებულ ადამიანებსი შეეფერებათ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია საქარტველოს ეკონომიკური განვიტარების კუთხიტაც ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია და ყველა ამას ელოდება.

„თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 500 მილიონიანი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნების, ყველაზე განვითარებული ბაზარი საქართველოსთვის ხდება სრულიად ღია და ჩვენ შეგვიძლია გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე“,-აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ძალიან დაჩქარებული ტემპით დვიწყო ფორსირებულად კანონდებლობის ევროსტანდარტებთანა შესაბამისობაში მოყვანა.

„ამ საქმეების ძირითადი ნაწილი გაკეთებულია და სწორედ ამიტომ ჩვენ ველოდებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ძიძიგუმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: ნარმანია კვლავ ცდილობს, ის დანაშაულებრივი მოქმედება, რომელიც ჩაიდინა, კაბინეტში დამალვით დაფაროს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ნოტარიუსი ნუნუ გინტური სისხლის სამართლის პაუსიხგებაში მისცა