ზვიად ძიძიგური : არასამთავრობოების მოთხოვნა პოლიტიკურ ულტიმატუმს ჰგავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნა პოლიტიკურ ულტიმატუმს გაქვს.

“როცა არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ ასეთი ტიპის მოთხოვნებს, ეს ძალიან გავს პოლიტიკურ ულტიმატუმს. არასამთავრობო სექტორს აქვს სრული შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიღოს პროკურორების შერჩევის პროცესში. თუ ისინი ამ პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ, თავის თავს დაიყენებენ პროცესს მიღმა და ეს იქნება პირადად მათი ბრალი“, – განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა სთხოვენ. წინააღმდეგ შემთვევაში პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ, სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : საგამოძიებო კომისიისთვის სამთვიანი ვადა საკმარისი იქნება შედეგის მისაღებად