ზვარეში მომხდარი ინციდენტისას ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანილი სამი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტის დროს ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანილი სამი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ხაშურის საავადმყოფოს ექიმ-ნევროლოგის, მაკა თოთლაძის განცხადებით, დაშავებულები ამჟამად დაკვირვების ქვეშ არიან.

“ღამის საათებში შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში სამი პაციენტი. მდგომარეობიდან გამომდინარე, სამივე მოათავსეს. დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უტარდებათ გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა. სამივეს აღენიშნება სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები” -განაცხადა თოთლაძემ.

დაშვებულები რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრებმა მოინახულეს. მათ სამართალდამცავებისაგან მომხდარის სასწრაფოდ გამოძება მოითხოვეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი პეტრიაშვილი: არმატურებითა და ნაჯახებით შეიარაღებულებმა საქართველოს მოქალაქეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ლარის გაუფასურება ქართული ოცნების მიერ ჩვენი ჯიბიდან ფულის ამოღებაა