“ზუსტად ვიცი, რომ მას ამ კომპანიასთან პრეტენზია არასდროს ჰქონია, მე მას ვიცნობ,”- გია ყარამანიშვილი ქიბარ ხალვაშზე საუბრობს

ყარამანაშვილები: არ ვაპირებთ პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას

ყარამანაშვილები: არ ვაპირებთ პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციასმე ქიბარ ხალვაშთან მქონდა ურთიერთობა როცა ის ფლობდა რუსთავი 2-ს. მას შემდეგაც როცა ის საზღვარგარეთ ცხოვრობდა და არაერთხელ მას არ უთქვამს, რომ ჰქონდა პრეტენზია რუსთავი2 -თან დაკავშირებით,”– ეს განცხადება პოსტსკრიპტუმთან საუბრის დროს გია ყარამანიშვილმა გააკეთა. მისი თქმით ქიბარ ხალვაშს მანამ სანამ ის დავას დაიწყებდა შეეძლო დაერეკა მისთვის რადგან ისინი ერთმანეთს იცნობენ, მობილური ტელეფონის ნომრებიც აქვთ და საერთო ნაცნობებიც ჰყავთ.

თუმცა როგორც რუსთავი2-ის მფლობელი ამბობს, ხალვაშსს მასთან არ დაურეკავს. გია ყარამანიშვილი ვარაუდობს, რომ ხალვაში სხვის დავალებას ასრულებს.

“მე ქიბარ ხალვაშთან მქონდა ურთიერთობა მაშინ როცა ის ფლობდა რუსთავი 2-ს მას შემდეგაც, მაშინ როცა ის ცხოვრობდა საზღვარგარეთ, არცერთხელ მას არ უხსენებია, რომ ის უკმაყოფილო ან ნაწყენია ან ჰქონდეს რამე პრეტენზია რუსთავი 2-თან მიმართებაში.
წილების დათმობაზე მას ჩემთან ლაპარაკი არასდროს არ ჰქონია. მას აქვს ჩემი ნომერი დაერეკა ეთქვა არასდროს ეს არ გაუკეთებია. ჩვენ გვყავს საერთო ნაცნობები და მათი მეშვეობით მას შეეძლო დაემყარებინა კავშირი მაგრამ არც ეს გააკეთა. ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი. ზუსტად ვიცი, რომ მას ამ კომპანიასთან პრეტენზია არასდროს ჰქონია. მე ამ შემთხვევაში თუ ეს მისი ინიციატივა იყო ის დამირეკავდა და მეტყოდა. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქიბარ ხალვაშის თამაში არ არის და ეს შეთანხმების ნაწილია,”– განაცხადა გია ყარამანიშვილმა.

ლევან ყარამანიშვილი ამბობს, რომ როცა კომპანია მათ შეიძინეს იურიდიულად შეამოწმეს და იურისტებმა დასკვნაც მოამზადეს, რომ რუსთავი 2-ის აქტივი იყო სუფთა და არ იყო სადავო.

“ნებისმიერი აქტის თუ ქონების შეძენის დროს ტარდება იურიდიულად აქტივის შესწავლა. არის თუ არა ის სუფთა, არის თუა არა დატვირთული ვალებით, ვინმეს სარჩელი არსებობს, ან დაობს ამ ქონებას აქტივს. იმ დროისთვის არ არსებობდა იურიდიული დავა ან სარჩელი, ამიტომ ჩვენმა იურისტებმა დადეს დადებთი დასკვნა, რომ შეიძლებოდა ამ აქტივის შეძენა. აქტივი იყო სუფთა. იმ მომენტისთვის მოთხოვნა ან რამე სხვა ან სარჩელი არ იყო. მე პირადად არ ვიცნობ ქიბარ ხალვაშს მას ჩემი ძმა კარგად იცნობს. არც ყიდვის დროს და არც შემდეგ მას ჩვენთვის არ მოუმართავს და არ უთქვამს, რომ ეს მისთვის წართმეული აქტივია. მისგან არანაირი მესიჯი არ მოსულა,”– განაცხადა ლევან ყარამანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მეუბნებოდნენ დამეთმო რუსთავი
შემდეგი სტატიაალიევის მარში, ივანიშვილის გაუჩინარება და კალაძის სირცხვილი