ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა სიმართლემ და დაამძიმა პროცესი

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

2030.news-ს ხარშილაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი სასჯელის მოხდა გახდა.

ადვოკატის განმარტებით, ხარშილაძეს 2-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და, შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

კობა ხარშილაძეს ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მსჯავრი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაედო და წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

ხარშილაძეს მანამდე 2-წლიანი პატიმრობა „გრინსერვისის“ საქმეზე ჰქონდა მისჯილი.

კანონმდებლობის მიხედვით, ყველაზე მაღალმა სასჯელმა შტანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი და მას საბოლოოდ ხარშილაძეს 2-წლიანი პატიმრობის მოხდა დაეკისრა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი კონფლიქტის ზონაში პატიმართა გათავისუფლებას მიესალმება
შემდეგი სტატიავლადიმერ პაპავამ სტუდენტებს აქციის შეწყვეტა სთხოვა