ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა.

კენჭისყრა მადრიდში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი არჩევნების მეორე ტურში გაირკვა, სადაც პოლოლიკაშვილის მოწინააღმდეგე ზიმბაბვეს მიერ წარდგენილი კანდიდატი, ქვეყნის ტურიზმის მინისტრი უოლტერ მზემბი იყო.

ზურაბ პოლოლიკაშვილი ესპანეთში საქართველოს ელჩი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ქვეყნის წარმომადგენელია.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე ჩინეთში გამოფენაში მონაწილეობდა, სადაც აფხაზეთი ცალკე ქვეყნად იყო წარმოდგენილი
შემდეგი სტატიაპატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ