ზურაბ მელიქიშვილი: ლარის კურსი საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა

ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობენ. ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ლარის კურსი საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. პარტიაში მთავრობის უმოქმედობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ეროვნული ვალუტის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

„არ შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის ბერკეტებისა და სავალუტო რეზერვების იმედად ყოფნა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ამოწურვადია. ბოლო 13 თვის განმავლობაში 407 მილიონი დოლარია სარეზერვო ფონდიდან გახარჯული ისე, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს შესაძლებლობა, რომ უკან ერთი დოლარი მაინც შეისყიდოს,“ – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე: პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კითხვები კვლავ არსებობს
შემდეგი სტატიაექიმი დინარა კვარაცხელია წალენჯიხის მოსახლეობას მიმართავს