ზურაბ ჯაფარიძე: ქვეყანაში არ არის სანდო ფული, ლარი არის არასანდო ვალუტა

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ ლარის კურსის გასამყარებლად და ეკონომიკის გასაჯანსაღებლად მათ მიერ შემუშავებული 10 პუნქტიანი გეგმის შესახებ ისაუბრა.

გირჩი მთავრობას ლარიზაციის ნაცვლად, გადასახადების დოლარიზაციას სთავაზობს.

„ჩვენ რასაც ვთავაზობთ მოსახლეობას და ხელისუფლებას, არის მეტი თავისუფლება, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები არიან ჭკვიანები, მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რომელი ვალუტის გამოყენება უნდათ, ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის, რომ ქვეყანაში არ არის სანდო ფული, ლარი განიდევნება, ლარი არის არასანდო ვალუტა, უარი ლარზე, როგორც მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტზე, ქვეყანაში რომ დაშვებული იყოს ნებისმიერი ვალუტის გამოყენება, ლარს არ ენდობა არავინ არც ქვეყნის შიგნით, არც მის გარეთ. ჩვენ ინვესტორებს უნდა შევთავაზოთ ეკონომიკა, სადაც იქნება სანდო ფული,“- განაცხადა ჯაფარიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში.

ზურაბ ჯაფარიძე ეკონომიკაში განსახორციელებელ მთავრობის ახალ ინიციატივებს აკრიტიკებს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ლარის გამყარებასთან არის პირდაპირ კავშირში.

banner
წინა სტატიაშისაკოორდინაციო საბჭო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ინიციატივებს ამზადებს
შემდეგი სტატიასერგო კაპანაძე: რაც ბოლო დღეებში ხდება, იმაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირდაპირ მთავრობას