ზურაბ ჯაფარიძე კენჭს ვაკის მეორე ოლქში იყრის

საარჩევნო ერთობა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია. კანდიდატები საზოგადოებას პაატა ბურჭულაძემ წარუდგინა, კანიდატების წარდგენამდე კი მან თბილისის მერი და პოლიტიკოსები გააკრიტიკა.

“ჩემს ბავშვობაში თბილისის ნგრევის სიმბოლო აღა-მაჰმად-ხანი იყო ახლა ჩვენი თბილისის ნგრევის სიმბოლოები არიან, ზოგიერთი მერი, ზოგიერთი არქიტექტორი და ბევრი პოლიტიკოსი. მე წარმოგიდგენთ გუნდს, რომ თბილისის ბოლო ნანგრევები უნიჭო პოლიტიკოსებისგან გადაარჩინოს,”- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

მთაწმინდის პირველი ოლქი – ლადო კახაძე;

ვაკის მეორე ოლქი – ზურაბ ჯაფარიძე;

ნაძალადევის 18-ე ოლქი – გიორგი რუხაძე;

საბურთალოს მეექვსე ოლქი – მამუკა კაციტაძე;

კრწანისის მეშვიდე ოლქი – სოფიო გიორგაძე;

ჩუღურეთის მეთოთხმეტე ოლქი – ნათია კალაძე;

სამგორის 11-ე ოლქი – ლევან ხაბეიშვილი;

დიდუბის მეთექვსმეტე ოლქი – მანანა ნაჭყებია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის გამგებლობისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სოფელ ორსანტიის მაჟორიტარი დეპუტატი ბესარიონ გაბუნია იბრძოლებს
შემდეგი სტატიაბადრი ნათობაძე აცხადებს, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში არ ჩანს და არც იარაღი ქონია