ზურაბ ჯაფარიძე: გაიმარჯვებს შედარებით გამდიდრებული ფენა, რომელსაც არ აქვს საჭმლის პრობლემა და სუფთა ჰაერი მოუნდა

“გაიმარჯვებს შედარებით გამდიდრებული ფენა, რომელსაც არ აქვს საჭმლის პრობლემა და სუფთა ჰაერი მოუნდა,” – ასე გამოეხმაურა ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე შს სამინისტროს ახალ რეგულაციებს.

დეპუტატ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ამ ცვლილებების დამტკიცება არ უნდა მოხდეს რადგან ის რეალურად მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

“ის რომ ამით უსაფრთხოება გაიზრდება არის ზღაპარი. ის რომ ამით გარემოს დაცვა გაუმჯობესდება პირიქითი შედეგი ექნება უარესი. იმიტომ, რომ უფრო ძველი მანქანები შემოვა. დაზარალდებიან მოქალაქეები,”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის ინიციატივას სახალხო დამცველი გამოეხმაურა
შემდეგი სტატია“საკუთარ სინდისთან მართალი ვარ” – რას ამბობს მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე?