ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე პატიმრობის შეფარდებას უსაფუძვლოს უწოდებს

ploiპირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობის შეფარდების თაობაზე, უსაფუძვლოს უწოდებს.

როგორც გიორგი ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზურაბ ჯამალაშვილთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც მის ბრალეულობას დაამტკიცებს. ადვოკატის თქმით, პროკურატურის განცხადება, რომ ჯამალაშვილის ჩხრეკისას ამოღებულია ლეპტოპი, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება, ნიშნავს იმას, რომ ბრალდების მხარეს პირდაპირი მტკიცებულება ჯამალაშვილის წინააღმდეგ არ გააჩნია.

„მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ გამოიტანა, სრულიად დაუსაბუთებელია. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლა, ვინაიდან მას ეს გადაწყვეტილება შეეძლო, იქვე გამოეტანა. იმედი გვაქვს, სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის.

პროკურატურა აცხადებს, რომ ჯამალაშვილის ჩხრეკისას ამოიღეს ლეპტოპი, რომელზეც ჯერ ექსპერტიზა არ დასრულებულა. არ შეიძლება პროკურატურამ მტკიცებულებების გარეშე ისაუბროს ჯამალაშვილის ბრალეულობაზე. არანაირი მტკიცებულება არ არის ამოღებული ჯამალაშვილის სახლიდან.

არცერთი პირი, რომელიც ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, არ საუბრობს ჯამალაშვილის შესახებ“, – აცხადებს ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჯამალაშვილის მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება. ასევე, ფოფხაძის თქმით, ჯამალაშვილს პირველი დაკითხვის დროს, საგამოძიებო უწყებაში ადვოკატის აყვანის უფლება არ მიეცა.

„პროცესზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჯამალაშვილის პირველი ჩვენების მიცემას ადვოკატი არ ესწრებოდა, მას ასევე არ მიეცა ოჯახთან დაკავშირების უფლება.

ზურაბ ჯამალაშვილის მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა, ვფიქრობ, უნდათ საქმის სწრაფი გახსნის ეფექტი.

ამ გვარს მისი შვილის საფუძველზე ატრიალებენ, ვინაიდან ჯამალაშვილის შვილი მონაწილეობდა 2012 წელს იდენტურ საქმეზე, თუმცა მისი შვილი არ ყოფილა მხილებული, რომ ის ინახავდა რაიმე ჩანაწერს, ის იყო მხოლოდ ვირუსის შემქმნელი.

შეკერილი საქმის თეთრი ძაფით „დაბოლოება“ უნდათ, საზოგადოებაზე ზემოქმედებას ცდილობენ, რომ შვილი იყო კუდის მაღალჩინოსანი და შესაძლოა, მამას რამე ჰქონოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაში“ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს მიმართ” – პრემეირი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან აუდიენციას აფასებს
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნი ოკუპანტ ქვეყანაზე მუშაობს