ზურაბ ჯაფარიძე: ბიუჯეტი შესრულდა მხოლოდ ფურცელზე

ზურაბ ჯაფარიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსთა სამინისტროს აკრიტიკებს. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში ფიქრობენ, რომ ფინანსთა სამინისტრო ცრუობს და ბიუჯეტი არ შესრულებულა.

„ბიუჯეტი არ შესრულებულა შემოსავლების ნაწილში. ფინანსთა სამინისტროს ფურცელზეა მხოლოდ ის შესრულებული და აღებული საგარეო ვალით, რომელიც ბოლო 2 თვეში ავიღეთ,“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ პროექტები რომლებიც წელს უნდა განხორციელებულიყო, არ განხორციელებულა და ის მომავალი წლისთვის გადაიდო.

„დაგეგმილი პროექტები წელს ვერ შესრულდა და მომავალი წლისთვის გადაიდო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტები დაგეგმილ დროში ვეღარ განხორციელდება,“ – აცხადებს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიმამა ილია კარტოზიას გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს
შემდეგი სტატიაგიორგი კაკაურიძე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ეხმაურება