ზურაბ ერქვანია გაგრის ტრაგედიის დეტალებს იხსენებს და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

afxazeTi

ბერიას საიდუმლი შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში„ვისაც არ სჯერა, ან არ სურს, დაიჯეროს, მათი პრობლემაა… გაგრის სტადიონზე ჩადენილი ვანდალიზმის ყველა დამკვეთი და მონაწილე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს,“ – ასე ეხმაურება ზურაბ ერქვანია შერიგების ყოფილი მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „დღემდე ვერ ვნახე ადამიანი, რომელსაც ნანახი აქვს, თუ როგორ თამაშობდნენ ადამიანის თავებით ფეხბურთს გაგრის სტადიონზე. ვეძებდი თვითმხილველს, მაგრამ ვერ ვიპოვე.“ ეს განცხადება ზაქარეიშვილმა ერთ-ერთ ქართულ სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში სამი წლის წინ გააკეთა..
ზურაბ ერქვანიას თქმით, გაგრას შესეული ათასი ჯურის მოძალადის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი ბოროტება ფაქტებითაა დადგენილი.
„გაგრას დაპატრონებული სეპარატისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართველთა ხოცვა-ჟლეტვაში, გვამთა შეურაცხყოფაში. ჩამოსულ დაქირავებულ კრიმინალებისთვის ფულის გადახდის საშუალება არძინბას კლანს არ ჰქონდა და მათ ყველაფრის უფლება მისცეს. ამ ბანდებს გაგრაში უნდა ამოეძირკვათ ქართული სული, მაროდიორობით და ძარცვა-გლეჯით უნდა ეშოვათ ქონება და ფული. საქართველოს პროკურატურის 200-ტომიანი საქმე ვერ იტევს ეთნიკური წმენდისა და გენოციდის დადასტურებული ფაქტებს. შეუძლებელია, საქმეში არსებულ გაგრელ თვითმხილველთა ჩვენებებს ემოციის გარეშე გაეცნო. მსოფლიო შეძრა გაგრაზე შტურმის პირველსავე, ოქტომბრის დღეებში გაგრის სტადიონზე სეპარატისტი ექსტრემისტებისა და ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ კრიმინალთა მიერ დატყვევებულთა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილმა მხეცობამ,“ – ამბობს ზურაბ ერქვანია.

მისივე თქმით, ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გაბრუებული მეამბოხე აფხაზმა ჯალათებმა და ჩეჩენმა მანიაკებმა გაგრის სტადიონზე შეყრილი ტყვეები და ქართული მოსახლეობა ვანდალურად აწამეს და დახვრიტეს.
„ბოევიკები ქართველების მოკვეთილი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ… გადარჩენილები იარაღის მუქარით ტყისკენ წაიყვანეს და მათი ბედი დღემდე უცნობია,“ – განმარტავს ერქვანია და იქვე დასძენს, არავის უნდა უკვირდეს, რომ სეპარატისტების მხარდამჭერმა რუსეთის სადეპუტატო კომისიამ და არაღიარებული სახელმწიფოების დამცველ მაიკლ ვან პრააღას კომისიამ ეს ველურობა და მხეცობა „ვერ დაადასტურეს“.
„ჰოლანდიელი პროფესორის მიხაელ ვან ვალტ პრააღას კომისიის მიერ ამ ფაქტის უარყოფის მცდელობა სავსებით გასაგებია! ბევრმა არც კი იცის, რომ იგი 1991-1998 წლებში მისივე უშუალო მონაწილეობით დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის – ,,წარმომადგენლობის არმქონე ერებისა და ხალხების ორგანიზაცია“, (UNPO) გენერალური მდივანი იყო და იმ ეროვნებებისა და ხალხების უფლებებს იცავდა, რომლებისაც საკუთარი სახელმწიფოები არ ჰქონდათ ან ცხოვრობდნენ ოკუპირებულ/სადაო ტეროტორიებზე. როგორც წესი, ამ ორგანიზაციაში ერთიანდებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც არ გააჩნიათ რაიმე წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასე რომ, ამ კომისიების შეფასებებს ნურავინ ამოეფარება! ყოვლად გასაკვირი, გაუგებარი და აუხსნელია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ცალკეულ მაღალჩინოსანთა მიერ ამ ვანდალური აქტის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა და რეინტეგრაციისა და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელწიფო მინისტრის, ზაქარეიშვილის მიერ მომხდარის „ომის ლეგენდად“ შეფასება. ყველას უნდა შევახსენო: თუ დიდი და ხანგრძლივი შერიგება გვინდა, მისი საფუძველი შეიძლება, მხოლოდ შეულამაზებელი სიმართლე იყოს და არა – „ზეტოლერანტულობის“ დემონსტრირების მაკიაჟი და კუდის ქიცინი… ქართველ მოხელეთა და პოლიტიკოსთა ნაწილის უპრინციპო პოზიცია მით უფრო შეუწყნარებელია, რომ ეს საერთაშორისო დანაშაული რუსეთის პრეზიდენტმაც კი დაადასტურა – 2001 წლის 18 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: ,,…იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას დაავიწყდა, თუ როგორ თამაშობდნენ ჩეჩნეთიდან ტერორისტები თავის დროს, აფხაზეთში კრიზისის დროს ქართველების თავებით ფეხბურთს. ასეთი რამ, სამწუხაროდ, მოხდა…“ უდანაშაულო მშვიდობიანი გაგრელების სიცოცხლის თვითნებური ან უკანონო ხელყოფა, მკვლელობები, გაუჩინარება, გატაცება, წამება, ცოცხლად დაწვა, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯა, გაუპატიურება, თვითნებური დაპატიმრება და დაკავება, ქალაქის სტადიონზე და მასობრივი შეკრების ადგილებში ჯგუფურად დახვრეტები, “წითელ ჯვართან” გათხრილ ორმოში ერთმანეთში აზელილი ცხედრების ტრაქტორებით ჩაყრა, ქართველებზე მანქანის საბურავებს აკვრა და შემდეგ ცოცხლად დაწვა, ადამიანების ცოცხლად დამარხვა, წამებით დახვრეტილთა ცხედრების გამოსყიდვით დაბრუნება და სხვა მსგავსი ვანდალური მხეცობა ისეთი დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს!“ – ამბობს ერქვანია და დასძენს, რომ ყველაფერ ამაზე საერთაშორისო რეაგირება დღემდე არ ჩანს.
„აფხაზეთში ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ საკამოდ ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა დღემდე ვერ იქნა მიღწეული გაერო-ს დამფუძნებლების მიერ VII თავში ჩამოყალიბებული ინტერვენციის უფლება „მშვიდობის, საფრთხის, დარღვევის ან აგრესიის აქტის შემთხვევაში“. ეს დისკუსია, უპასუხოდ დარჩენილი კითხვების რაოდენობის შედეგია, რაც ყველა დაშვებულ ნორმას აჭარბებს. აფხაზეთის ტრაგედია, საქართველოს მარცხის მიზეზეზბი დღემდე არ არის სამართლებრივად და პოლიტიკურად შეფასებული. დღემდე არ არის არგუმენტირებული პასუხი გაცემული კითხვებზე: პროკურატურის მიერ რატომ ფერხდება და აქტიურად არ გრძელდება ამ დანაშაულებათა გამოძიება? რატომ არ არის მიცემული პასუხისგებაში ყველა დამნაშავე? რატომ არ უნდა აგონ მათ პასუხი საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულის ტრიბუნალის (სსსდტ) წინაშე? რატომ არ ეძებს მათ ინტერპოლი ქვეყნის გარეთ? ამ დანაშაულებათა ჩამდენი პირები რატომ არ არიან წითელ ცირკულარში? დღემდე რატომ ვერ მოხერხდა აფხაზეთში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენების სათანადო საერთაშორისო-სამართლებრივი შეფასება. ეს ხომ საქართველოს გასაკეთებელია! ეს ხომ ჩვენი საკეთებელია! იქნებ დღეს მაინც დადგა ის დრო, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გამოკვეთილად და ცალსახად დაუსვას წერტილი ამ ვანდალურ აქთტან დაკავშირებულ უზნეო რიტორიკას და იზრუნოს სხვა მსგავსი დანაშაულის საერთაშორისო არენაზე აქტუალიზაციისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ვერ შეიქმნა აფხაზეთში მასობრივი ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლთა ერთიანი სრული მონაცემთა ბაზა. საქართველოსა და აფხაზეთის პროკურატურების მიერ მოწმეების ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ომის შემდგომ გამოქვეყნებული სიები სტატისტიკა არასრულია,“ – განმარტავს ერქვანია.
ერქვანია ეჭვობს, რომ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებით, ამ და სხვა საშინელი საერთაშორისო დანაშაულის კვლევა-ძიება კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
„ყველას უნდა შევახსენოთ, გამოაშკარავებული და დადასტურებული ტოტალური გენოციდის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ყველა ჩამდენი ეროვნული და საერთაშორისო კანონის მთელი სიმკაცრით, პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით უნდა გასამართლდეს და დაისაჯოს, ხოლო ჯერ კიდევ გამოუაშკარავებული ბოროტების კანონით დადგენილი დოკუმენტირება უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს. ბატონებო, ამას მამულისათვის წამებულთა და სისხლმთხეველთა მარადიული ხსოვნა გვავალებს!“ – აცხადებს ზურაბ ერქვანია.

banner
წინა სტატიაშიგამოვლენილია დიდი რაოდენობით ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი
შემდეგი სტატიაეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი გადადგომას არ აპირებს