ზურაბ ერქვანია– ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაცია, პასპორტიზაცია და უკონტროლო ტერიტორიები

ბერიას საიდუმლი შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში

    ევროპასთან  ვიზა-ლიბერალიზაცია, პასპორტიზაცია  და უკონტროლო ტერიტორიებიმთავარ სათქმელს თავშივე მოგახსენებთ: სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული დღეს აფხაზეთში მიმდინარე ვითარების თაობაზე. ფაქტობრივად, სადღეისოდ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი იქ მიმდინარე ახალი პასპორტიზაციის პირობებში,  რამოდენიმე თვეში „უცხოელ მოქალაქეებად“  იქცევიან, შეიზღუდება მათი სიმბოლური პოლიტიკური უფლებებიც კი, მათ ჩამოერთმევათ 2009 წელს და მის შემდეგ მიღებული ძველი ე.წ. შიდამოხმარების აფხაზური პასპორტები, რომლებიც საკუთარ მიწა-წყალზე ცხოვრების, ქონების ფლობისა და ენგურის გამშვებ პუნქტზე სპეცსაშვების გარეშე გადაადგილების შესაძლებლობას იძლეოდა და ამიერიდან როგორც  „უცხო ქვეყნის მოქალაქეების“  სტატუსით ისარგებლებენ, მხოლოდ ე.წ. ბინადრობის ცნობის  უფლებით. სეპარატისტული ხელისუფლების ახალი ლიდერები აცხადებენ, რომ  ე.წ. სამხრეთ აფხაზეთში მცხოვრები 60 ათასზე მეტი ქართველი ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქის სტატუსის მატარებელია, თავის დროზე აფხაზეთის ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებით მიიღეს   აფხაზური პასპორტები და დღეს დიდ საფრთხეს უქმნიან აფხაზეთის დამოუკიდებელობას. მიმდინარე პასპორტიზაციით,  ისინი ვერ მიიღებენ „აფხაზეთის მოქალაქეობას“ და შესაბამისად, ახალ  აფხაზურ პასპორტებს. მიზანიც მარტივია, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას 2016 წლის თებერვალში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის და  ყველა მომავალ   ე.წ. არჩევნებში.

დედებს მოგი@@@ავთ ვის აძლევთ ინფორმაციას?!

მეტად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო  გამკაცრდება  გალის რაიონში ფაქტობრივად მცხოვრებთა შორის საქართველოს დევნილის სტატუსის მქონე  პირთა და ომის მონაწილე ქართველების გამოვლენისა და შევიწროვების რეჟიმი. მიმდინარე აღრიცხვის მიხედვით, .ოქტომბერში, სოხუმის რაიონში, ქალაქ ტყვარჩელში, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში  მცხოვრებ 17 ათასზე  მეტ  ქართველს  ..  პროკურატურის შემოწმების საფუძველზე, ადგილობრივი მმართველობის მიერ უკვე ოფიციალურად  უარი ეთქვა ახალი პასპორტის მიღებაზე! თუ აფხაზეთის ადგილობრივი ხელისუფლება აღმოაჩენს ქართულ პასპორტს, მისი კონფისკაცია და განადგურება  ხდება. „აფხაზეთის ქართველიზაციისშიშით მოტივირებული  ამგვარი ახალი პასპორტიზაცია რეგიონში გენოციდის და ეთნიური წმენდის  გლობალური გეგმის ახალი  ეტაპია. უკიდურესად შეიზღუდება ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთა სასიცოცხლო  კომუნიკაცია ენგურსგამოღმა საქართველოსთან. არ გამოვრიცხავ, რომ პირველყოვლისა, გალის რაიონში   ხელოვნურად იქმნება მასობრივი საპროტესტო აქციების  პროვოცირების წინაპირობები, რაც  ეთნიკური ნიშნით ახალ დასამსჯელო კომპანიას გაამართლებს

 

 აფხაზეთი ე.წ. მოქალაქეობის ცნობისა და ე.წ. პასპორტიზაციის  საკითხებთან დაკავშირებით   ანტიქართული ისტერიის ახალმა ტალღამ მოიცვა. ვითარება სულ უფრო იძაბება. სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოებრივ დონეზე ამ საკითხზე ზოგადი რიტორიკული  რეაგირება საკმარისი არ არის.  საერთაშორისო პროტესტიც იგვიანებს. საჭიროა მიმდინარე პროცესის კომპეტენტური საექსპერტო ანალიტიკა და კარგად გათვლილი დაუყონებლივი ქმედება.

          ასეთ პირობებში საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებით მეტ-ნაკლებად დიდ პოლიტიკურ სარგებელზე საუბარი ნაკლებად ლოგიკურია. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ნაცვლად ამ საკითხებზე გონივრული ფიქრი, მსჯელობა და ადექვატური ქმედება ხომ არ აჯობებს. ეს უფრო მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აქტუალური მგონია ჩვენი თანამემამულეებისათვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

              რაც შეეხება პასპორტების ვალიდურობის (აღიარება) საკითხს,  აქ ორმაგი სტანდარტი დაუშვებელია. საქართველოს მიერ არაღიარებული რესპუბლიკების  გაცემული პასპორტების ვალიდურობის საკითხზე მიმდინარე დისკუსიები  ორაზროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. დღეისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში გალის მოსახლეობის  ნაწილის გარდა თითქმის ყველა იმავდროულად რუსეთის მოქალაქეა. აფხაზეთის მაცხოვრებლებს ან რუსეთის პასპორტი აქვთ, ან  საქართველოს პირადობის მოწმობა. აფხაზებისთვის დღემდე გაცემული  აფხაზური პასპორტები  წარმოადგენდა  სიმბოლოს, შიდა მოხმარების, ფაქტობრივად, პირადობის დამადასტურებელ არალეგიტიმურ დოკუმენტს. ახალი პასპორტიცაზიის შინაარსი და მიზანი ახალ სიტუაციას ქმნის. კლასიკური ვალიდურობა, რომელსაც გვთავაზობს ზოგიერთი  საქმეში ჩაუხედავი მოღვაწე, აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის ტოლფასია და მისი წარმოდგენა კონფლიქტის გადაწყვეტის რესურსად შუძლებელია. ბატონებო, შეგახსენებთ, რომ  აფხაზეთი  სამართლებრივად საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია!

  ევროპასთან  ვიზა-ლიბერალიზაცია, პასპორტიზაცია  და უკონტროლო ტერიტორიები

             განვიხილოთ ევროპასთან  ვიზა-ლიბერალიზაციის  თემა. მოგეხსენებათ, ა.წ. ოქტომბერში გაცხადდა ხელისუფლების წარმომადგენელთა ინიციატივა  ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზეც გავრცელდეს, რაც მათი აზრით, კონფლიქტის დარეგულირების მნიშვნელოვან რესურსად მოიაზრება.  როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  გიგი გიგიაძემ  პარლამენტის სამი კომიტეტის ამასწინანდელ გაერთიანებულ სხდომაზე განმარტა – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, საქართველოს ორდინალური პასპორტის აღების შემთხვევაში,  ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას შესძლებენ. მისი აზრით „ეს იქნება წამახალისებელი ფაქტორი მათთვის, მიიღონ საქართველოს პასპორტი და იმოგზაურონ ევროპაში“…  „ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს ჩვენთვის პოლიტიკური განზომილებაც გააჩნდა და გააჩნია. ეს არის ის ფაქტი, რომ იმ შემთხვევაში,  თუ საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მიიღებს, ეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გავრცელდება – აქ იგულისხმება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. შესაბამისად,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც შესაძლებელი გახდება, საქართველოს ორდინალური პასპორტის ფლობის შემთხვევაში,  ევროკავშირში იმოგზაურონ. ეს იქნება ძალიან დიდი წამახალისებელი ფაქტორი,  ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა საქართველოს პასპორტებს მეტი ყურადღება მიაქციონ  –  მიიღონ ის და იმოგზაურონ ევროპაში“, საგარეო  საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით,  ამ მხრივ კარგი მაგალითია მოლდოვას შემთხვევა, როცა მოლდოვას მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებისთანავე,  რამდენიმე თვეში დნესტრისპირეთის მოსახლეობისგან დიდი რაოდენობით განაცხადი გაკეთდა და ძალიან ბევრმა მოლდოვის პასპორტის მიღება მოითხოვა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის აზრით, „ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა კონფლიქტის მოგვარების საქმეში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“… ასეთი გამარტივებული მიდგომა ამ საკითხისადმი, რბილად რომ ვთქვა, ილუზორული და წინასაარჩევნო პიარკომპანიას მაგონებს… მაინტერესებს, თუ რაგორ არგუმენტებს და ფაქტობრივ  წინაპირობებს ეფუძნება ამ ორი სახელმწიფო  უწყების ეს ზოგადი  პოზიციონირება. დაინტერესებულ მკითველს შევახსენებ  მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში ამ საკითხთან დაკავშირებულ ზოგიერთ არსებით პრობლემას და სტატისტიკურ მონაცემს.

  ევროპასთან  ვიზა-ლიბერალიზაცია, პასპორტიზაცია  და უკონტროლო ტერიტორიები

             ცნობილია, რომ ზოგადად,  ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში რამდენიმე მოსაზრებაა. მოგეხსენებათ, შენგენის სივრცე აერთიანებს ევროკავშირის წევრ 22 სახელმწიფოს, აგრეთვე ისლანდიას, ლიხტენშტეინს,  ნორვეგიასა და შვეიცარიას. ამჟამად ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა 41 ქვეყანასთან აქვს. ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაცია დიდ სიკეთეს მოგვიტანს, დააჩქარებს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და ა.შ. მეორე ნაწილი თვლის, რომ ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაცია ჩვენს სახელმწიფოებრიობას რეალურად ემუქრება. ამჟამად,  ევროკავშირში შექმნილი მიგრაციული კრიზისის გამო არსებული პოლიტიკური ფონი  ადასტურებს, რომ  ვითარება საკმაოდ არახელსაყრელია ამ საკითხების გადასაწყვეტად. უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე იაფი მუშა ხელი  სტიმულს მისცემს უმუშევრობას ევროპაში. საქართველოდან  წამსვლელი უკვე წავიდა. უვიზო რეჟიმი მხოლოდ ქართული ელიტის ინტერესებში შედის, რომლის ოჯახები ძირითად დროს ევროპაში ატარებენ.  ევროპის ციხეები ისედაც გაივსო  ქართველებით. მნიშვნელოვნად გააქტიურდება არალეგალური მიგრაცია. ევროკავშირის შიდა პროცედურების  სირთულე და ხანგრძლივი ხასიათი გააქტიურებენ კორუფციას, ტრეფიკინგს, ნარკოტიკების ბრუნვას. რიგი დადგება პოლიტიკური   თავშესაფარის მისაღებად.  საქართველოში მოჭარბებულად შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ექნება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა კანონიერი საფუძვლის გარეშე და აიძულებს აქ დარჩეს საცხოვრებლად.  გარდა ამისა,  ევრო რეგულაცია ნებისმიერ დროს უვიზო მიმოსვლის მყისიერად შეჩერებასაც ითვალისწინებს,  რაც გულისხმობს იმას, რომ თუ რომელიმე ქვეყნიდან მკვეთრად გაიზარდა არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივ უსაფრთხოებას,   ევროკავშირს შეუძლია  დაუყონებლივ აამოქმედოს ეს მექანიზმი და დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ ქვეყანასთან. წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული მავნე პოლიტიკის წყალობით, საქართველოში აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან დღესაც უამრავი ადამიანი შემოდის და ისინი ჩვენი ქვეყნის გავლით ყველა გზით ცდილობენ ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას…

            რაც შეეხება მოლდოვის გამოცდილებას, ვფიქრობ,  ის  ნაკლებად გამოგვადგება. მოლდოვაში სულ სხვა ვითარებაა და შედარება საერთოდ გაუგებარია.  მოლდოვას რესპუბლიკასთან 2014 წლის 28 აპრილიდან მოხერხდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება. შეგახსენებთ, რომ მოლდოვას რესპუბლიკის მოსახლეობის საკმაოდ სერიოზულ სეგმენტს ისედაც გააჩნდა და გააჩნია რუმინული პასპორტები, რაც მათ ისედაც აძლევდათ ევროკავშირში შესვლისა და გადაადგილების, ისევე როგორც იქ მუშაობის საშუალებას.

           ქართული მხარის  მიერ  არაღიარებული რესპუბლიკებში  გაცემული პასპორტების ვალიდურობის (აღიარების) საკითხზე დისკუსია კულუარებში დღესაც მიმდინარეობს და სამწუხაროდ, საზოგადოებამ ამის შესახებაც არსებითად, ბევრი არაფერი იცის. მთავარი კითხვა მარტივია, აფხაზური პასპორტის აღიარება რამდენად მართებულია?  ეს ხომ არ ნიშნავს  ავტომატურად აფხაზეთის,  როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებას? არსებული რეალობის პირობებში რამდენად წაადგება ეს საერთო ეროვნულ ინტერესებს და ქართულ-აფხაზური დაპირისპირების დარეგულირებას.  ალბათ გახსოვთ, ჯერ 2013 წლის ივნისის ბოლოს,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, რუსეთსა და საქართველოზე თანამომხსენებელთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის 48-ე მუხლში ეწერა: „საქართველოს ხელისუფლება განიხილავს დამოკიდებულების შერბილებას აფხაზეთის იმ მაცხოვრებლების მიმართ, რომლებიც მოგზაურობენ (გადაადგილდებიან) რუსული პასპორტებით, მაგრამ არა იმ პასპორტებით, რომლებიც მიღებული აქვთ რუსული ოფიციალური უწყებებისგან აფხაზეთში, რადგან ამან შეიძლება შექმნას რუსეთის მიერ აფხაზეთის (როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის) აღიარების ცნობის ან აფხაზეთის იურისდიქციის აღიარების შთაბეჭდილება. ამასთანავე გაუქმდა წესები, რომლებიც ართულებდა საქართველოში მოგზაურობას (გადაადგილებას) მათთვის, ვისაც აქვს ე.წ. აფხაზური პასპორტები და ეს დოკუმენტი ვალიდურად იქნა ცნობილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე“.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ახალი ხელისუფლება აუქმებს (ცვლის) იმ წესებს, რომლებიც ართულებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული პასპორტებით მოგზაურობას (გადაადგილებას) საქართველოში და აღიარებს ამ პასპორტებს პირადობის დამადასტურებელ კანონიერ დოკუმენტად, თუმცა საქართველოს მოქმედი მთავრობა აფხაზეთის მაცხოვრებლების მიმართ დამოკიდებულების შერბილებას არ განიხილავს, როგორც რუსეთის მიერ აფხაზეთის ცნობის აღიარებას ან აფხაზეთის იურისდიქციის აღიარებას. მე მომხრე ვარ ნებისმიერი „მძიმე“ კომპრომისისა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის დარეგულირებას მხოლოდ საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სამართლებრივ სივრცეში.  სეპარატიდტული პასპორტების ვალიდურობაზე  თუნდაც დისკუსია აფხაზეთში მიმდინარე  ე.წ.  „პასპორტიზაციის“ ახალი ტალღისა და მასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ  ახალი საფრთხეების პირობებში  ვერანაირად ვერ იქნება პროდუქტიული.

  ევროპასთან  ვიზა-ლიბერალიზაცია, პასპორტიზაცია  და უკონტროლო ტერიტორიები

მიჩნდება პრაგმატული კითხვა: ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში,  რამდენად ექნებათ საშუალება მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში  ცხოვრობენ რეალურად ისარგებლონ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით?  იქ მცხოვრები ქართული მოსახლეობა, რბილად რომ ვთქვა,  აღმოჩნდება რთული არჩევანის წინაშე: ან საქართველოს მოქალაქის სტატუსით მიიღონ ე.წ. ცნობა ბინადრობის შესახებ მოქალაქეობაზე, ან უარი განაცხადონ საქართველოს მოქალაქეობაზე, მიიღონ ბინადრობის უფლება, აღიარონ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა  და 10 წლის შემდეგ რაიმე გზით მიიღონ ე.წ. დამოუკიდებელი მოქალაქეობა და აფხაზური პასპორტი. ვფიქრობ, ალოგიკურია აფხაზების, სომხების და რუსების  მხრიდან ამ ვერსიაზე საუბარიც კი.  მაპატიეთ რიტორიკისთვის, მაგრამ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს  იქ მცხოვრებმა ქართველმა: პენსიონერმა, რომელიც ღებულობს საქართვლოს სიმბოლურ პენსიას, ვინაიდან სოხუმის პენსია საერთოდ მიზერულია,  დევნილობის სტატუსის მატარებელმა პირმა, რომელიც ღებულობს საქართველოს შემწეობას და ეს მისი ოჯახის ბიუჯეტის ძირითადი საარსებო წყაროა,  გალელმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ, რომელიც  სწავლობს თბილისში და მისი პერსპექტივა ოჯახის მიერ წელიწადში ერთხელ თხილის რეალიზაციას უკავშირდება. რას ვურჩევთ მძიმე  ავადმყოფს, რომლის გადარჩენის შანსი ენგურსგამოღმა  გადმოსვლაზე და უკან დაბრუნებაზეა  დამოკიდებული. როგორ მოვიქცეთ, როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრი  მასთან გამომშვიდობებას პირადი რისკის გარეშე ვერ ახერხებს. როგორ გაამტყუნებ გალის ქართველობის დიდ ნაწილს, რომელიც ფიზიკურად გადარჩენის მიზნით იძულებული გახდა აეღო ის ახლა უკვე ძველი პასპორტი, რათა  თავიდან აეცილებინა ყოველ გაჩერებაზე, 1200 რუბლის ოდენობის ჯარიმა (დაახლოებით 60 ლარამდე)  „საზღვრის უკანონო გადაკვეთისა“ და „აფხაზური პასპორტის“ არქონის გამო, თავი დაეღწია ჭიშკარზე ღამის  კონტროლის ულტიმატუმისთვის, არ ყოფილიყო ყოველდღიური შემოწმებისა და პირადობის გასარკვევად მდგარი კორუმპირებული პოლიციის, თუ რუსეთის არმიის შტაბის ეზოში…

  მოსკოვიდან სოხუმში ჩამოტანილი პირადი აღრიცხვის ახალი ელექტრონული სისტემა საბოლოოდ  შეზღუდავს რაიმე ალტერნატივას, თუნდაც დღემდე  ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობით“  (აფხაზური პასპორტით და  ქართული პირადობის მოწმობით) გაორებულ  ყოფას. კომუნიკაციის დაკარგვა ახლობლებთან და დანარჩენ საქართველოსთან მას ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო დათრგუნავს. როგორ მოიქცეს ქართველი კაცი?  უარი  განაცხდოს საქართველოს მოქალაქეობაზე? კიდევ ათი წელი უუფლებოდ  იცხოვროს აფხაზეთში „უცხოეთის მოქალაქის“ სტატუსით,  ე.წ. ბინადრობის   ცნობის უფლებით და ფიზიკურად თვითგადარჩენის მიზნით,  მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ე.წ. „დამოუკიდებელი აფხაზეთის მოქალაქეობა“? დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პრობლემებში ნაკლებად ჩახედული ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი  იქ  მცხოვრებ ქართველთა მიმართ არც ახლა დაიშურებს  სამშობლოს მოღალატედ თუ პატრიოტად შერაცხავის სიტყვებს…

  ევროპასთან  ვიზა-ლიბერალიზაცია, პასპორტიზაცია  და უკონტროლო ტერიტორიები

ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოდ მესახება ამ საკითხის მარტივად გადაწყვეტის პერსპექტივა. თეორიულ ასპექტში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ  წინდაუხედავად, ევროპისთვის თავის მოწონების მიზნით, სეპარატისტულ რეჟიმებზე ყოველგვარი წინაპირობებისა და დამცავი სამართლებრივი მექანიზმების გარშე ვიზა-ლიბერიზაციის რეჟიმს დავუშვებთ, პროცესი უმართავი და საზიანო შიძლება გახდეს. სხვა თუ არაფერი, აფხაზეთი გაივსება უცხო ჯიშის და ჯილაგის ხალხით, მათ შორის „მოჰაჯირ შთამომავალთა რეპატრიაციის“ დროშით, რომლებსაც არასდროს არ ექნებათ საკუთარ სახელმწიფოში ცხოვრების განცდა…

 

მოკრძალებით შეგახსენებთ, რომ მოქალაქეობა მყარი პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირია სახელმწიფოსთან. იგი სახელმწიფოს სუვერენიტეტის აუცილებელი ატრიბუტია. პასპორტი (ლათ. passus (მოძრაობა) და porta (კარიბჭე)  არის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი,  სახელმწიფოთა საზღვრების გადალახვისა და საზღვარგარეთ ყოფნის დროს. პასპორტი ნიშნავს სახელმწიფოს მოქალაქედ ყოფნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პასპორტის მფლობელი აუცილებლად ცხოვრობს ამ პასპორტის გამცემი ქვეყნის ტერიტორიაზე.  21 საუკუნეში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გადადის პასპორტების ახალ თაობაზე – ბიომეტრიულ პასპორტზე. საქართველოში ბიომეტრული პასპორტები 2012 წლის აპრილიდან გაიცემა. როგორც წესი, ქვეყნები კრძალავენ თავის ტერიტორიაზე პიროვნების შესვლას და გადაადგილებას იმ სახელმწიფოს პასპორტით, რომელიც არ არის აღიარებული ამ ქვეყნის მიერ!

სადღეისოდ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. პასპორტიზაციის ყოველდღიურ ბრიფინგებზე აფხაზი მაღალჩინოსნები და რადიკალები გამუდმებით გაიძახიან: „ჩვენთვის ეს სუვერენტიტეტის და უსაფრთხოების საკითხია. ეს არ არის უბრალოდ პასპორტი, ეს არის ის ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც მოქალაქეები ბედს და ჩვენი სახელმწიფოს მომავალს გადაწყვეტენ. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პასპორტი ჰქონდეს მხოლოდ მათ, ვინც იმსახურებს.  გალელებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა დანაშაულია, იმ შემთხვევაშიც  კი თუ ისინი დაწერენ, რომ უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე, მათი ფორმალური უარი მტრული ქვეყნის მოქალაქეობაზე, პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ისინი ნამდვილად საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩვენი მოქალაქეობა და პასპორტი ყველა მსურველმა, განსაკუთრებით კი გალის რაიონის მცხოვრებლებმა  უნდა დაიმსახურონ! მათ უნდა გაიგონ, რომ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ დამოუკიდებელი აფხაზეთის სახელმწიფო ათასობით აფხაზის სიცოცხლის ფასად შედგა. აფხაზეთი ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში იმყოფება საქართველოსთან, რომელთანაც ხელმოწერილი არ არის შეთანხმება ომის არგანახლების შესახებ…“.

აფხაზეთთან დაკავშირებული პასპორტიზაციის თემა ყოველთვის აქტუალური იყო. ალბათ გახსოვთ,  ჯერ კიდევ წინა საუკიუნის 90-იან წლებში  იყო პერიოდი, როცა აფხაზეთი თბილისისგან უცხოეთის პასპორტებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დაშვების ნებართვას ითხოვდა.  ეს საკითხი მაშინ  ვერ და არ გადაწყდა. ომის შემდეგ აფხაზურმა პოლიტიკურმა ელიტამ  ნეიტრალური პასპორტების იდეის მყისიერი ტორპედირება მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიღება საზღვარგარეთ გამგზავრების  (თუნდაც სამკურნალოდ, სასწავლებლად და ა.შ.)  საშუალებას იძლეოდა, არ ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და  განისაზღვრებოდა ვადით „საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე  რეგიონში“. ეს იდეა მისაღებად მოეჩვენა მხოლოდ აფხაზეთის ახალგაზრდობის ნაწილს, რომელსაც არ უომია და  განათლების, მკურნალობის და სხვა  და სხვა სარგებლის  მისაღებად საზღვარგარეთ გასვლის უფლებას უჭერდა  მხარს…  მოსკოვმა ამ იდეაში აფხაზეთის რუსეთის გავლენის სფეროდან გაყვანის მცდელობა დაინახა.

 

 

მაშინ სოხუმში ე.წ. ნანსენის პასპორტების მიღების შესაძლებლობას განიხილავდნენ, რომელიც გაიცემოდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მოქალაქეობის მიღების გარეშე… რაც შეეხება „გაეროს პასპორტების„ მიღების ვერსიებს, ეს იდეა მიუღებელი აღმოჩნდა,  კოსოვოში ასეთი პასპორტების გაცემით  შექმნილი ცნობილი სირთულეების გამო… ერთ–ერთი მთავარი არგუმენტი ის გახლავთ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ინტეგრაცია ევროპასთან „საქართველოს გავლით“. ჯერ კიდევ 2009 წლის ბოლოსთვის აფხაზეთში გამოცხადდა, რომ რუსეთიდან 365 ათასი შიდა პასპორტი შევიდა, ხოლო 146 ათასი გაიცა. აქედან 74 ათასამდე პასპორტი აფხაზი ეროვნების მოქალაქეებზე, მეორე ადგილზე სომხები არიან – 32 ათასი პასპორტი, მესამეზე რუსები – 18 ათასი, შემდეგ მოდიან ქართველები – 12 ათასი (გალში 3500-მდე პასპორტი) და სხვა, სულ 85 ეროვნების ადამიანები. მათ შორის რამდენიმე ნიკარაგუელსაც მიუღია „აფხაზეთის მოქალაქეობა“. ძველ აფხაზურ  პასპორტებს მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე გააჩნდათ იურიდიული ძალა.  2013 წლის თებერვლის მონაცემებით კი ე.წ. „აღმოსავლეთ აფხაზეთის“  გალისა და ტყვარჩელის რაიონების ეთნიკურ ქართველებზე სულ 22 724 აფხაზური პასპორტი იქნა გაცემული.

  უფრო გვიან  დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს დებატები,  როგორც საქართველოს ნეიტრალური პასპორტების გამოყენების პერსპექტიცაზე  (ღერბის და ქვეყნის დასახელების გარეშე, თუმცა საქართველოს საერთაშორისო საპასპორტო კოდით), ასევე, გაეროს ე.წ. „სტატუს-ნეიტრალურ პასპორტების“ გამოყენების თაობაზე. პირველ შემთხვევაში  საქართველოს ნეიტრალური პასპორტების გამოყენება რეგლამენტირებული იყო პირობით „ნეიტრალური დოკუმენტები არ უნდა იყოს ერთადერთი საშუალება თავისუფალი გადაადგილებისთვის“. ისიც ითქვა, რომ ვაღიაროთ აფხაზური და ოსური პასპორტები, ანუ, არარუსული პასპორტები, არამედ ის დოკუმენტები,  რომლებიც აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა თავიანთი მოქალაქეობის დასადასტურებლად შექმნეს. აფხაზური და ოსური პასორტების მფლობელებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავისუფლად იმოძრაონ საქართველოს ტერიტორიაზე, მიიღონ პენსია, იმკურნალონ საუკეთესო კლინიკებში (მართლაც: ხომ მაინც ვკურნალობთ უფასოდ?), ისწავლონ ყველზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში და, რაც მთავარია, ამ პასპორტების საფუძველზე თბილისში ევროპული ქვეყნების საელჩოებმა გასცენ შენგენის ვიზები: „ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ აფხაზური და ოსური პასპორტები – ეს ჩვენი პასპორტებია და ჩვენ მათ ვუთანაბრებთ საქართველოს მოქალაქის პასპორტებს. ამ იდეამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა, რადგანაც ის მათ პასპორტებში შენგენის ვიზების ჩარტყმა ევროკავშირში სეპარატისტული რეგიონების ცნობის წინაპირობად შეიძლება იქცეს. შენგენის ვიზა ხომ იმას ნიშნავს, რომ ევროპა ამ პასპორტს აღიარებს, ანიჭებს მათ განსაკუთრებულ საერთაშორისო კოდს, რომელიც ქართული საპასპორტო კოდისგან განსხვავებული იქნება…

              სადღეისოდ, აფხაზური ელიტის აზრით, „მატარებელი უკვე წასულია“,  აღიარებულია მათი დამოუკიდებლობა და ამ საკითხებზე რაიმე დისკუსიისთვის ისინი მზაობას უარყოფენ.

აფხაზეთში მდებარე რამდენიმე სანატორიუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

მიმდინარე წლის  12 თებერვალს სოხუმში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მომავლი წლის თებერვალში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისათვის აფხაზეთის მცხოვრებლები მიიღებენ ახალ პასპორტებს. რუსეთის „გოზნაკმა“  დაბეჭდა 250 ათასი პასპორტი და 50 ათასი ბინადრობის უფლება. პასპორტის ღირებულება 450 რუბლია, ხოლო ბინადრობის უფლების დოკუმენტი 940 რუბლი. ე.წ. აღმოსავლეთ აფხაზეთის (გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის და სოხუმის რაიონები) 22 ათასი ქართველი  ახალ პასპორტებს არ მიიღებს. 2016 წლის ბოლომდე მათ ძველი პასპორტები ჩამოერთმევათ. მათზე გაიცემა მხოლოდ ბინადრობის უფლება, რადგანაც მათ ჩამოერთვათ აფხაზეთის მოქალაქეობა.  ახალი ელექტრონული სისტემის აღრიცხვით, სადღეისოდ, გალში აღრიცხული 17 ათას ქართველი პოლიტიკურად უუფლებო აღმოჩნდა, მათ ჩამოერთვათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ განაცხადეს და დღემდე უმრავლეს შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეობის სტატუსს ფლობდნენ.

სოხუმის  სახელისუფლებო კულუარებში და დახურულ შეკრებებზე  დღემდე გრძელდება ცხარე დისკუსიები ამ საკითხებზე. პოლიტიკოსები გაურბიან არძინბასეულ ტერმინს „ინტეგრაცია რუსეთთან“, ცდილობენ დაამკვიდრონ ტერმინი „თანასწორუფლებიანი პარტნიორობა რუსეთთან“, რაც აღიზიანებს რუსეთს, ვინაიდან „უფროსი ძმის“  სტატუსი ილახება…   ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ გალის მოსახლეობის ახალი პასპორტიზაცია საფრთხეს უქმნის  „დამოუკიდებლობას“. მეორენი კი გალის რაიონის მოსახლეობის იზოლაციით შექმნილ რისკებს ხედავენ და კითხვის ქვეშ აღმოჩნდება  მათი „დამოუკიდებელ აფხაზეთში“ ინტეგრაციის სტრატეგიული პერსპექტივა. აფხაზური ელიტის ნაწილი  შიშობს, რომ რუსეთის წყალობით მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების გამარტივებული რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში მიწის, უძრავი ქონების მასობრივად შეძენის  შეუზღუდავ შესაძლებლობებს  ქმნის. სულ უფრო მზარდი  კორუფციის პირობებში, ქონებას შეუზღუდავად შეიძენენ სომეხი და რუსი მოქალაქეები. ისინი,  ასევე შიშობენ, რომ შესაძლებელია აფხაზეთში  დაბრუნდნენ ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში რუსული პასპორტების მფლობელი ქართველებიც, რომლებიც 1992-1993 წლების საომარ მოქმედებებში ღებულობდნენ მონაწილეობას.

სადღეისოდ, აფხაზური მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის სტატუსით. ისინი  და მხოლოდ რუსული პასპორტების მფლობელი ის მოქალაქეები, ვინც „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 1999 წლის 12 ოქტომბრის აქტის“ მიღების მომენტისათვის ცხოვრობდნენ აფხაზეთში ახალ პასპორტებს დაუბრკოლებლად მიიღებენ. ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია… დღემდე გაურკვეველია იმ  ქართველების პასპორტიზაციის საკითხიც, რომლებიც მხარეების შეთანხმებით გაეროს ეგიდით 1989 წლის დეკემბერში ნებაყოფლობით, საერთაშორისო ეგიდით  დაბრუნდნენს გალის რაიონში.

  ევროპასთან  ვიზა-ლიბერალიზაცია, პასპორტიზაცია  და უკონტროლო ტერიტორიები

მთავარი კი ის არის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში  2015 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო და  სეპარატისტემის ხელისუფლება  2016 წლის 30 იანვრამდე 250 ათასამდე აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის გაცემას გეგმავს. ახალი ნიმუშის პასპორტების პრეზენტაციაზე,  რუსული სახელმწიფო კომპანია „გოზნაკ“-ის ახალი პასპორტების საფასური 135 რუბლია, ხოლო ბინადრობის უფლების მოპოვება 188 რუბლი ღირს. ახალი პასპორტყების დაბეჭდვა და პასპორტიხაზია 95 მლნ რუბლი დაჯდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს ალექსანდრე ანქვაბის ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ  გალის 60 ათასიანი მოსახლეობის   26 ათას ქართველზე გაცემული შიდა პასპორტების  ფაქტი იყო, რაც მის საარჩევნო  კომპანიას მაშინ წაადგა. ამ პასპორტების ქართველებზე გაცემის გამო 2014 წელს დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება. ახალმა ლიდერმა რაულ ხაჯინბას ყოფილი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დანაშაულებრივად შერაცხა და დამნაშავეთა გასამართლებას ითხოვს.

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს 2015 წელს ე.წ. სახალხო კრების-პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ. კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“. შეგახსენებთ ზოგიერთ ამონარიდს  სეპარატისტული კანონმდებლობიდან:

 

ЗАКОН РЕСПУБЛИКИ АБХАЗИЯ „О гражданстве Республики Абхазия“ (с изменением и дополнением от 18 сентября 2013 г. № 3392-c-V)

Статья 5. Граждане Республики Абхазия

Гражданами Республики Абхазия являются:

а) лица абхазской национальности (абаза) независимо от их места проживания и наличия у них гражданства иностранного государства за исключением лиц, которые антиконституционными методами выступают за изменение суверенного статуса Республики Абхазия, либо за насильственное изменение основ конституционного строя Республики Абхазия либо антиконституционными методами боролись против существующего государственного строя или связаны с террористической деятельностью;

Законом Республики Абхазия от 18 сентября 2013 г. № 3392-c-V пункт «б» части первой статьи 5 настоящего Закона изложен в новой редакции, действие которой распространяется на правоотношения, возникшие с момента вступления настоящего Закона в силу

См. текст пункта в предыдущей редакции

б) лица, постоянно проживавшие на территории Республики Абхазия не менее пяти лет на момент принятия Акта о государственной независимости Республики Абхазия от 12 октября 1999 года и не имеющие гражданства иностранного государства (кроме гражданства Российской Федерации), за исключением лиц, которые антиконституционными методами выступают (выступали) за изменение суверенного статуса Республики Абхазия, либо за насильственное изменение основ конституционного строя Республики Абхазия, либо антиконституционными методами боролись против существующего государственного строя или связаны с террористической деятельностью;

в) лица, которые приобрели гражданство Республики Абхазия в соответствии с настоящим Законом.

Статья 6. Двойное гражданство

Гражданин Республики Абхазия, за исключением абзаца «а» статьи 5 настоящего Закона, не выходя из гражданства Республики Абхазия, вправе приобрести только гражданство Российской Федерации.

Гражданин Республики Абхазия, имеющий также гражданство иностранного государства, рассматривается Республикой Абхазия только как гражданин Республики Абхазия.

Статья 13. Прием в гражданство Республики Абхазия в общем порядке

  1. Клятва гражданина Республики Абхазия: «Я, (ф.и.о.), родившийся (место и дата рождения), становясь гражданином Республики Абхазия, торжественно клянусь быть верным Республике Абхазия, соблюдать и защищать Конституцию и законы Республики Абхазия. Клянусь, не щадя своей жизни и сил, защищать независимость и суверенитет Республики Абхазия. Обязуюсь уважать культуру и традиции народа Республики Абхазия»…

ასევე, შეგახენებთ, ამონაწერს  ერთი  საგულისხმო ინსტრუქციიდან, რომლითაც დღეს  სარგებლობენ სეპარატისტული სტრუქტურები: Какие условия для въезда на территорию Республики Абхазия для граждан Грузии и лиц грузинской национальности? В виду неурегулированности грузино-абхазского конфликта и многочисленных случаев террористической угрозы со стороны Грузии, введен особый порядок въезда на территорию Республики Абхазия для граждан Грузии и лиц грузинской национальности. Представитель принимающей стороны обращается в Службу Государственной Безопасности РА с заявлением и заполняет анкету. В случае положительного ответа Службой Государственной безопасности выдается пропуск, который необходимо предъявить на пункте пропуска государственной границы Республики Абхазия. Информация о гражданах Грузии и лицах грузинской национальности проходит проверку в органах Республики Абхазия на предмет участия их или членов их семей в военных действиях против Республики Абхазия, а также на предмет принадлежности их к беженцам…

სოხუმის პარლამენტსა და პარლამენტს გარეთ დღესაც აქტიურად განიხილება თემა „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოეთის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“. პოლიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ გალში მცხოვრებ ქართველებს მიღებული ცნობა ბინადრობის უფლების შესახებ აფხაზეთის მოქალაქის სტატუსთან რამდენადმე მიახლოებულ უფლებებს ანიჭებს  და ამავე დროს აძლევს უფლებას შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქის სტატუსი, ლეგალურად ისარგებლონ ქართული პასპორტებით. ამ დისკუსიებში პრევალირებს აზრი, რომ გზა, რომელსაც დაადგა აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატთა კორპუსი და მთლიანად ხელისუფლება გალის რაიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის, სახიფათოა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისათვს,  რამდენადაც ეს ფაქტობრივად ნიშნავს აფხაზეთის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის აღიარებას საქართველოს მოქალაქეებად, აქედან გამომდინარე შედეგებით… ოპოზიციური პარტიების შეფასებით ახალი კანონმდებლობა კონკრეტულად ვერ იძლევა პასპორტიცაზიის სრულ კრიტერიუმებს.  არასამთავრობო სექტორში და აფხაზურ მედიაში დღესაც გაისმის კითხვა, თუ რა უფრო მისაღებია- აფხაზეთში მცხოვრები ქართველების „სამართლებრივი იზოლირება“, თუ მათი „ინტეგრირება დამოუკიდებელ აფხაზეთის სამართლებრივ სივრცეში“.

აფხაზური სეპარატისტული ელიტის  მხრიდან სახელმწიფობანას თამაშში დემოგრაფია გადამწყვეტ როლს ასრულებდა და ასრულებს.  დღესაც აბსურდამდე დადის   მონაცემები აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობისა და ეროვნული შემადგენლობის შესახებ. სრულიად  ურთიერთ გამომრიცხავი ციფრები ადასტურებენ, რომ ფალსიფიციერებამ და ციფრებით ჟონგლიორობამ არნახულ დონეს მიაღწია. . .

ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაცია, პასპორტიზაცია და უკონტროლო ტერიტორიები

 დამოუკიდებელი წყაროების მონაცემებით, ამჟამინდელი აფხაზეთის მოსახლეობის სრული შემადგენლობა ასეთია: სულ 230 -240 ათასი , მათ შორის 80 ათასამდე აფხაზი, მათგან 30 ათასზე მეტი  არ ცხოვრობს აფხაზეთში (ისინი სამუშაოდ არიან წასული რუსეთში ან თურქეთში), 65 ათასზე მეტი  სომეხი, 55 ათასამდე ქართველი (ძირითადად გალის რაიონში), 25 ათასამდე რუსი და 1 500-მდე  სხვა ეროვნების მოქალაქე.

              სეპარატისტების მიერ 2011 წელს ჩატარებული აღწერით კი, აფხაზეთში 91 ეროვნების  240 705  ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის აფხაზები  50,71% (122 069), სომხები 17,39% (41 864), ქართველები 17,93% (43 166), რუსები 9,17% (22 077).

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მონაცემებით, მე-20 საუკუნის ბოლოს აფხაზეთის მოსახლეობა ნახევარ მილიონზე მეტი იყო, კერძოდ 524 000;  ხოლო, 1991 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, ეს ციფრი გაიზარდა 540 000-მდე. 2003 წელს აფხაზეთის დე ფაქტო  მთავრობამ  ჩაატარა  „აღწერა“ და დადო ციფრი – 214 000.  2014  წელს კი ეს ციფრი 242  000-მდე გაზარდა. მთელი  მე-20  საუკუნის განმავლობაში აფხაზების წილობრივი შემადგენლობა გაიზარდა 3,3-ით, ქართული ეთნოსის მოსახლეობა გაიზარდა 6,8-ით, სომეხი მოსახლეობის გაიზრადა 70-ჯერ, ხოლო რუსი მოსახლეობის წილობრივი შემადგენლობა გაიზარდა 62-ჯერ.   აფხაზეთში 1959 – 1989 წლებში,  ანუ 30 წლის მანძილზე, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო, ეთნიკური აფხაზების რაოდენობა გაზრდილია 32 074-ით, ხოლო თუ დავეყრდნობით აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის მიერ ჩატარებულ კვლევას, 2003-2011 წლებში ანუ 8 წლის მანძილზე  (როდესაც ეკონომიური და სოციალური ფონი ყველაზე მძიმე იყო  აფხაზეთში, მიგრაცია დიდია და უმძიმესი ვითარებაა ნარკომანიის კუთხით), მათი გენოფონდი იზრდება 28 ათასით. ეს გახლავთ სრულიად  ურთიერთგამომრიცხავი ციფრები, რომელიც დაიდო 2011 წელს…

ruqa

ასე, რომ დღეს  აფხაზეთში დემოგრაფიული კატასტროფაა. აფხაზთა გენოფონდი დიდი საფრხის ქვეშაა.  სომეხთა მცოცავი დემოგრაფიული ექსპანსია გრძელდება. რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების, რკინიგზის და სხვა  გამალებულ  მშენებლობას   მოჰყვებიან ოფიცრები და მათი ოჯახები, რომლებიც აუცილებლად დარჩებიან აფხაზეთში საცხოვრებლად…  „ახალი პასპორტიზაციის“  პირობებში ქართველების მიმართ დაგეგმილი გენოციის ახალი ტალღა აფხაზთა ფაქტობრივ წილობრივ შემადგენლობას მათ სასიკეთოდ ვერ შეცვლის.

ფაქტი ფაქტად რჩება, ქართველების გამოძევებით აფხაზეთში დემოგრაფიული სურათი მათ სასარგებლოდ არ შეცვლილა. აფხაზეთის რუსეთთადნ „ინტეგრაცია“ (ფაქტობრივი ასიმილაცია) მათთვის ის რეალური საფრთხეა , რომელის პრევენციას ვერ ახერხებენ. ეს აფხაზეთში დიდი მოსალოდნელი პოლიტიკური მღელვარების ობიექტური წინაპირობაა! დამერწმუნეთ, ეს ძალიან მალე მოხდება!  დღითი-დღით  იძაბება ვითარება აფხაზეთში.  სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გამო პარტია „ამცახარას“ ეგიდით სულ უფრო იზრდება ხალხმრავალი საპროტესტო აქციები   ხაჯინბასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. აფხაზეთში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაცია დღითიდღე იძაბება.  2015 წლის 14 ივლისს შექმნილი აფხაზეთის ახალი ოპოზიციური ბლოკი სულ უფრო რადიკალური ხდება, რაც საზოგადოების ტრანფორმაციის წინაპირობაა. დე-ფაქტო ხელისუფლება ახალი სახელისუფლებო რევოლუციისთვის ემზადება. სეპარატისტული ხელსუფლება ყველანაირად ეცდება მეტნაკლებად შეარბილოს მზარდი საპროტესტო ვითარება მიმდინარე „პასპორტიზაციით“, ანუ, აფხაზეთში ფაქტობრივად მცხოვრები ქართველებისათვის „მოქალაქეობის“, ანუ „პასპორტების“ გარეშე დატოვებით.

  აფხაზები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ აფხაზეთში მიმდინარე „ახალი პასპორტიცაზიის პროცესი“ ავანტიურისტების და მათი ლობისტების ახალი ნაღმია და აფხაზთა ეროვნულ იდეას ვერ დაიცავს. დრო მათ და ჩვენს  წინააღმდეგ მუშაობს. არააფხაზებზე, მათ შორის რუსეთის და სხვა „მოძმე“ ეროვნების მოქალაქეებზე პასპორტების გამარტივებული წესით მასიური გაცემა, ქართველთა სრული უუფლებობის დამკვიდრება, „აფხაზეთის ქართველიზაციის“ შიშით შექმნილი ხელოვნური ეიფორია,   ისედაც ფალსიფიცირებულ დემოგრაფიულ სურათს მათ სასარგებლოდ ვერ შეცვლის,  გენოფონდს (აფხაზეთში ყოველწლიურად 47-50 ბავშვზე ნაკლები იბადება) ვერ წაადგება, სოციალურ-ეკონომიკური და კრიმინალური ვითარების გამო რუსეთში მზარდ მიგრაციულ პროცესს ვერ შეაჩერებს. ასეთი პასპორტიზაცია მათ ახალ მფლობელებს აფხაზეთში უძრავ–მოძრავი ქონების უკონტროლოდ შეძენას „ლეგიტიმურობის“  საფუძველს შეუქმნის და სანატრელი გაუხდებათ ისიც კი, რასაც მათი აზრით „სისხლით მიაღწიეს“.

ასე რომ, ამ საკითხებზე სამსჯელოდ სადღეისოდ მხარეები არანაირად არ არიან მზად.  კომპრომისი მიიღწევა  მხოლოდ კონფლიქტის დარეგულირების ერთიან კონტექსტში, ორმხრივი აქტიური დიალოგის რეჟიმში, რომელიც სამწყუხაროდ, ჯერ არც კი  დაწყებულა.

წარმოდგენილი პრობლემატიკა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც გასათვალისწინებელია, ვინაიდან ისინი და მათი მფარველები  აფხაზეთის გამოცდილებით ცხოვრობენ.

ეიძლება მკითხველს მოეჩვენოს, რომ ჩემი მოკრძალებული  ანალიზი და პროგნოზი ზედმეტად მუქი ფერებითაა დახატული, მაგრამ  უმჯობესია საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება სავსებით შესაძლებელია და შევწყვიტოთ ილუზიებით ცხოვრება. დღევანდელ პირობებში ჩვენ უდავოდ გვჭირდება მიმდინარე პროცესების ზუსტი ანალიზი და პრაგმატული პროგნოზი, ობიქტური საფრთხეების ღრმად გააზრება და ადეკვატური ქმედება.

 

 

                                                                                    ზურაბ ერქვანია                                                                                   აფხაზეთის ექსპრემიერ მინისტრი

banner
წინა სტატიაშისოლიდარობა ,,რუსთავი-2,,-ს
შემდეგი სტატიასარიშვილისა და ხაბურძანიას კამათი ,,ფეისბუქზე,,…