ზურაბ ჭიაბერაშვილი: ბიძინა ივანიშვილისთვის არც ერთი გოჯის დათმობას არ ვაპირებთ

„პოლიტსაბჭომ უკვე მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს”- ასე ეხმაურება ზურაბ ჭიაბერაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს პარტიაში ერთ-ორ ახირებულ წევრთან რაიმე საერთო ჰქონდეს.

„პოლიტსაბჭომ უკვე მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს. ბუნებრივია, არსებობს მხარდამჭერთა ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას. მე ვფიქრობ, ამ საკითხს ემოციების გარეშე უნდა შევხედოთ. განსხვავებული აზრი ჩვენს პარტიაში ყოველთვის იყო და ჩვენ ამიტომ ვართ ევროპული, დასავლური ტიპის პარტია, რომ ასეა, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად გადაწყვეტილება მიიღება. ამ შემთხვევაშიც აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე, როგორც მეორე ტურებზე, ისე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ჩვენი მიდგომაა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ბრძოლის ველზე არც ერთი გოჯის დათმობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ვალდებულები ვართ შევიდეთ პარლამენტში, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა
შემდეგი სტატია(video) ამ წუთებში დაღუპული გერმანიის მოქალაქის მანქანა ხრამიდან ამოიტანეს