ზურაბ ალავიძე – შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს

შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განაცხადა.

ალავიძე გამოეხმაურა პროკურატურაში გამოკითხვაზე მის დაბარებას და აღნიშნა, რომ მზად არის ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.

“ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, – განაცხადა ალავიძემ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ქუმსიშვილისა და ალავიძის გამოკითხავზე დაბარებას აფასებს