ზურაბ ალავიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, მინისტრის მოადგილე გალაქტიონ ბუაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე.

მხარეებმა იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომლებსაც სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება 450 მილიონი ევროს ღირებულების დაფინანსების პაკეტს, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს სამინისტროს.

აღნიშნული თანხა საქართველოში ბანკის პორტფელს 50%-ით ზრდის, რაც ბანკის პოზიტიური დამოკიდებულების დასტურად მნიშვნელოვანი გზავნილია.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო
შემდეგი სტატიალარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით კვლავ გამყარდა