ზურაბ აბაშიძეს ერთი თვით ადრე კარასინთან შეხვედრის დღის წესრიგზე საუბარი უჭირს

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ოკუპანტების მიერ დაკავებული მამაკაცის გატაცებას უარყოფითად აფასებს.

როგორც აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების დახმარებით მისი გათავისუფლება მალე მოხდება.

“უაღრესად უარყოფითად ვაფასებ. იმედი მაქვს, ჩაერთვება ის მექანიზმი, რომელიც არსებობს კონფლიქტების პრევენციისა, ევროკავშირის მისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით და მალე მოხდება მისი გათავისუფლება”, – განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა თავადაც ამ საკითხის დაყენებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე, რომელიც თებერვალში უნდა გაიმართოს, აბაშიძე აცხადებს, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის და ერთი თვით ადრე დღის წესრიგზე საუბარი გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 49 წლის ჯიმშერ ტიელიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალიდან მათ არავინ დაკავშირებია. როგორც ოჯახი ამბობებს, თუ ტიელიძეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებას წაუყენებენ, მათ არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ მის გასათავისუფლებლად თანხა გადაიხადონ.

ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ ზერტის მიმდებარე ტყეში შეშის მოსატანად იყო წასული, რა დროსაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ოკუპანტებმა დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიაცესკოს მონაცემებით გარდაბნის არჩევნებში გოჩა ჯამარაული იმარჯვებს