ზურაბ აბაშიძე: მომავალი წლიდან მარტივი მიმოსვლა გვექნება რუსეთთან, სანაცვლოდ არაფერი მოგვეთხოვება

“მომავალი წლიდან მარტივი მიმოსვლა გვექნება რუსეთთან სანაცვლოდ არაფერი მოგვეთხოვება,”-ეს განცხადება პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

აბაშიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რუსეთი სავიზო რეჟიმს სრულად გააუქმებს თუ გაამარტივებს საქართველოსთან. პრემიერმინისტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დამატებითი ინფორმაცია 2 თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

“მომავალი წლიდან მარტივი მიმოსვლა გვექნება რუსეთთან. მიუხედავად ურთულესი პრობლემებისა ჩვენ შევძელით შეხების წერტილების პოვნა. რუსეთი გეგმავს სავიზო რეჟიმის მოხსნას ან გამარტივებას. დაახლოებით ერთ-ორ თვეში მეტი კონკრეტიკა გვექნება. სანაცლოდ არაფერი არ მოგვეთხოვება ჩვენ რაც შეგვეძლო წლებია გამარტივებულია ჩვენი მხრიდან. სამი წელია ამ შეკითხვას მისვამთ და გპასუხობთ, ახლაც ვიტყვი, რომ არ დასმულა აფხაზეთის რკინიგზის საკითხი და არც განიხილება,”- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: NDI 20%-იან ცდომილებას როცა ჩამოცდება, ამის შემდეგ ვენდობი
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: მთავრობა ამას საერთოდ არ აღიარებს პრობლემად