ზურაბ აბაშიძე: ყველა ფლანგზე გაიხსნება ეს ბრძოლა, რომელიც ამ ადამიანების გათავისუფლებით დასრულდება

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

ჩვენ ვაპროტესტებთ მოსამართლე ბუგიანიშვილის უკანონო გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც აბსოლუტურად უდანაშაულო ხუთი ადამიანი შვიდი წლით აღმოჩნდა საპატიმროში, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ სააპელაციო სასამართლოს წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი მსჯავრდებული არ გათავისუფლდება. აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტიც ჩაერთვება ბრძოლაში.

“ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ვიდრე ამ ადამიანებს ციხიდან არ გამოვიყვანთ. ეს იქნება აქციების ფორმით, ეს იქნება საასამართლოში გასაჩივრებით. ასევე დაანონსებულია რომ პრეზიდენტის სახელზე მომზადდეს პეტიცია, რადგან პრეზიდენტი ძალიან სერიოზულად უყურებს ამ საკითხს. პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩაერთვება ამ ბრძოლაში. ყველა ფლანგზე გაიხსნება ეს ბრძოლა, რაც დასრულდება ამ ადამიანების გათავისუფლებით”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისენატორმა დემოკრატმა კონგრესში 15 საათიანი მარათონი მოაწყო
შემდეგი სტატიაპოლიციამ პარიზში მიგრანტების სტიქიური შესახლება აღკვეთა