ზურაბ აბაშიძე: ასეთ ვიზიტი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფაა

ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებსპრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მოსკოვის მხრიდან ორივე ოკუპირებულ რეგიონში ბოლო პერიოდში დესტრუქციული ნაბიჯები გააქტიურებულია.

აღნიშნული განცხადებით აბაშიძე დღეს, სოხუმში დაგეგმილ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტს ეხმაურება.

„ასეთ ვიზიტი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფაა. მან ასეთი ვიზიტები 2011, 2009, 2008 წლებშიც განახორციელა. რუსეთმა ბოლო ხანს სხვა დესტრუქციული ნაბიჯები გადადგა საქართველოსთან მიმართებაში. ყოველივე ეს საერთაშორისო სამართლის უხეში ხელყოფაა და ასე აფასებს ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 18-19 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა
შემდეგი სტატიაყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე, რუსთავში ერთი პირი დააკავეს