ზურა ჯაფარიძე და ბექა წიქარიშვილი გაათავისუფლეს

“თეთრი ხმაურის” ინფორმაციით, “ბასიანსა” და “გალერიში” სპეცოპერაციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან “თეთრი ხმაურის” ლიდერი ბექა წიქარიშვილი, “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, “ბასიანის” თანამშრომელი ბექა ჭინჭარაული და ბრიტანეთის მოქალაქე მაილო ტრავერსი.

ადვოკატის, გიორგი სანიკიძის თქმით, დაკავებულთა რაოდენობა ბევრია და წინასწარი დაკავების იზოლატორში ადგილების უკმარისობის გამო, მათი ნაწილი რუსთავის, გორის, მცხეთის, მარნეულის და საგარეჯოს იზოლატორებში მოათავსეს.

banner
წინა სტატიაში“თეთრი ხმაური” 15:00 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებს
შემდეგი სტატიაგვარჯალაძე: კალაძის ნომერი არ მაქვს