ზუგდიდში, ,,ვითიბი ბანკის” ცენტრალური ფილიალის გაქურდვა სცადეს

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, ,,ვითიბი ბანკის” ცენტრალური ფილიალის გაქურდვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა ბანკის ცენტრალური კარი შეამტვრია.

ბანკის თანამშრომლების განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, თანხა წაღებული არ არის. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია კამერების ჩანაწერები. ამ დრომდე დაკავებული არავინაა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიჩუმი განგაშის გაგზავნა და ოპერატორთან მიმოწერა – „112“-მა ახალი მობილური აპლიკაცია შექმნა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – არ ვადასტურებ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ჩემთან კონსულტაციები მიმდინარეობს