ზუგდიდში სტადიონის მშენებლობისთვის 9 747 000.00 ლარი გამოიყო

კომპანიამ, რომლის საქმესაც პროკურატურა სწავლობს, ზუგდიდში ტენდერი მოიგო ქალაქ ზუგდიდის მერიის სატენდერო კომისიამ ცენტრალური სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „დაგი“ გამოავლინა. დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას სტადიონები აშენებული აქვს განმუხურში, გორში, ბათუმში, დუშეთში, თელავში, რუსთავსა და სამტრედიაში. „დაგიმ“ რეკონსტრუქციის სამუშაოები განახორციელა თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე. მშენებლობის შესყიდვის ღირებულება 9 747 000.00 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ: რამდენიმე წლის წინ შპს “დაგმა” წალენჯიხაში მოიგო ტენდერი, რომელიც წალენჯიხის ტყე-პარკის რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა. გამოყოფილი თანხა კი 800 000 ლარს აღემატებოდა. “თაიმერი” არაერთხელ წერდა, რომ შ.პ.ს “დაგის” მიერ ვალდებუელებით ნაკისრი სამუშაო დღემდე ბოლომდე არ არის ჩატარებული. უფრო მეტიც, დღეს წალენჯიხის ტყე–პარკი, რომელიც 800 ათასზე მეტი ლარი დაჯდა, პრაკტიკულად, დანგრეულია, გადამწვარია ელექტროსადენები, არ მუშაობს ფანტანი, ფილების ნახევარზე მეტი აყრილია. წალენჯიხის ტყე-პარკის რეკონსტრუქციაზე კი, საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი.

banner
წინა სტატიაში“ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება ურთმელიძის დაბარებასთან დაკავშირებით, კანონს ეწინააღმდეგება”
შემდეგი სტატიაკავკასიის განვითარების ცენტრი ახალ სერვისს გთავაზობთ