ზუგდიდში შუახნის ქალბატონს ტრაილერი დაეჯახა

14374719_1789958547955811_1936949613_o14423870_1789957851289214_1885300310_oზუგდიდის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ,,ელიტ ელექტრონიქსსა” და კლინა ,,გულს” შორის არსებულ შუქნიშანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც “თაიმერის ” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება ტრაილერი შუახნის ქალბატონს დაეჯახა. სამწუხაროდ ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. უცნობია მართავდა თუ არა მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში ტრაილერს. მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში„ყველა პირველკურსელს ვთხოვ, არ ჩააგდოთ მოქალაქეობრივი გამოცდა – აუცილებლად მიდით არჩევნებზე!“
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ბიძინა ივანიშვილი მატყუარაა და მისგან საჯარო ბოდიშს ვითხოვ