ზუგდიდში, შემთხვევის ადგილზე შესაძლოა მსხვერპლი იყოს

ზუგდიდში თხილის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.შემთხვევის ადგილზე ექვსი სახანძრო მანაქანა მუშაობდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლი აფეთქების შედეგად გაჩნდა. საუბარია იმ შენობაზე, სადაც ადრე გაეროს დამკვირვებელთა ზუგდიდის სექტორის ოფისი იყო განთავსებული.ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ აფეთქების მომენტში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც ამ დრომდე ნაპოვნი არ არის, რაც შეეხება მის კუთვნილ ავტომანქანას, ის თხილის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას, თუმცა ამ პიროვნებასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.რაც შეეხება ხანძარს, ამ დროისთვის ლოკალიზებულია.ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები

banner
წინა სტატიაშიფრანსუა ოლანდმა მანუელ მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: მოუთმენლად ველოდები ემანუელ მაკრონთან თანამშრომლობის დაწყებას