ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ლიდერობს

რა გეგმა ჩაუვარდა ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობას „ნაციონალების“ წინააღმდეგ

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ლიდერობს. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაცით, 107-ვე უბნის მონაცემები დათვლილია, რის მიხედვითაც ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: “ ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლელა ქებურია – 9,6%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლევან კონჯარია – 20,6%, „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა -1,2 %, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა გოგია- 54,7%, დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა- 14,5% , საარჩევნო ბლოკ „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიზო სტურუა – 0,2 %.
ზუგდიდში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის 37,99 % -მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

banner
წინა სტატიაშითიანეთის საოლქო კომისიამ ლელა ქიტესაშვილს 5 ხმა დაუმატა
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: ყვავი მძღ…ზე იჯდა და ბოლოს არიდებდაო, თქვენზეა, რა …